საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა განმარტა, რას გულისხმობს ტერმინი „გლობალური ომის პარტია“. პარლამენტში გამოსვლის შემდეგ, მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ საუბარია პოლიტიკურ სუბიექტებზე, რომელთა რიტორიკა დაძაბულობის კერების გაჩენას და მეორე ფრონტის შექმნას ითვალისწინებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 4 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 5 რუსთავში დააკავეს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისთვის ბრალდებული უცხოელი
- 6 ჭიათურაში დააკავეს აქციის მონაწილე 4 მაღაროელი - მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
„ჩემი აზრით, ეს არის ინტერპრეტაციების საკითხი. შეიძლება, ფიზიკურად პარტია რეგისტრირებული არც იყოს. „გლობალური ომის პარტია“ პოლიტიკური ტერმინიდან გამომდინარე ჩამოყალიბდა. ალბათ, ამაში მოიაზრება ყველა ის პოლიტიკური სუბიექტი, რომლის რიტორიკა ითვალისწინებს დაძაბულობის კერების გაჩენას, მეორე ფრონტის გახსნას. ჩვენ ვიხილეთ ასეთი დამაზიანებელი განცხადებები როგორც შარშან, ისე წელსაც. ალბათ, ამათი ერთობლიობაა, გეოგრაფია არ გააჩნია ამ პარტიას.
თუ ტელევიზიის არქივებში ჩაიხედებით, ადვილად მოძებნით ჩვენს ანგარიშში სახელებისა და გვარების შესახებ, ქმედებები არის გაწერილი, წამკითხველის გონების დაძაბვის ფაქტორია, რომ დაძაბოთ გონება და აუცილებლად სახელებსა და გვარებს თქვენ თვითონ მიხვდებით. პარტნიორების წარმომადგენლები არა... არიან კონკრეტული პოლიტიკური პირები, ინტერესის ჯგუფები, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით ერთმანეთის თანამოზიარეები არიან. აუცილებლად იქნება გამოძიებული ყველა იმ აქტორის როლი და მონაწილეობა, რომელიც დაინტერესებულია დამშვიდებული, დაწყნარებული, სწორ რელსებზე შემდგარი ქვეყნის არევით“, - განაცხადა ლილუაშვილმა.
კითხვაზე, ვინ აწარმოებს ჰიბრიდულ ომს, რომელზეც ხშირად გაკეთებულა განცხადებები, მაგრამ საზოგადოებისთვის უცნობია, ვინ დგას ამის უკან, გრიგოლ ლილუაშვილმა უპასუხა, რომ აღნიშნულ საკითხზე საუბარი დახურულ ფორმატში მიმდინარეობს და დამსწრე დეპუტატებმა გაიგეს, რა ძალებზეა საუბარი.
გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. მისი განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებები სერიოზულ უარყოფით ზეგავლენას ახდენდა საქართველოს უსაფრთხოების გარემოზეც, განსაკუთრებით კი იმ მოცემულობაში, როდესაც ქვეყანა ოკუპაციის პირობებში იმყოფება და მუდმივად განიცდის ზეწოლას ე.წ. ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენებით. ლილუაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ „აღნიშნული გამოწვევების ფონზე, გასულ წელს, დამატებით ადგილი ჰქონდა სხვადასხვა შიდა და გარე ფაქტორების მიერ საქართველოში პოლიტიკური ვითარების გამწვავებისა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით ცვლილების ნიადაგის მომზადებისა და რესურსების მობილიზების მცდელობას“. როგორც სუს-ის უფროსმა თქვა, გატარებულ იქნა ყველა საჭირო ღონისძიება, რითაც ქვეყნის ეროვნული ინტერესების დამაზიანებელი ღონისძიებების პრევენცია და განეიტრალება მოახერხეს.
