საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო იმ მკვლევარებსა და ორგანიზაციებთან დაკავშირებით, რომლებმაც ბოლო დღეებში საქართველოში ირანის მზარდი გავლენების შესახებ ანგარიშები გამოაქვეყნეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 2 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 3 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 5 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
- 6 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
საუბარია ამერიკული „ჰადსონის ინსტიტუტისა“ და თინა ხიდაშელის ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ მიერ მომზადებულ დოკუმენტებზე, რომლებიც აღწერს თეირანის შეღწევას ქვეყნის ეკონომიკურ, რელიგიურ და პოლიტიკურ სფეროებში.
რადიო „თავისუფლების“ ცნობით, უწყებაში განუცხადეს, რომ ყურადღებით აკვირდებიან როგორც ამ განცხადებების შინაარსს, ისე მათი ავტორების მოტივაციას, დაადანაშაულონ საქართველო მსგავს საკითხებში.
სუს-ის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში ყველა ავტორს დაესმება კითხვები ყველა მიმართულებით, რადგან უწყების მტკიცებით, მათ სამართალდამცველებისთვის მანამდე არანაირი ინფორმაცია არ მიუწოდებიათ.
„ჰადსონის ინსტიტუტის“ სკანდალური ანგარიში, სათაურით „საქართველოს ირანული შემობრუნება“, ხაზს უსვამს, რომ ირანის შეღწევა ქვეყანაში „განზრახ, ორგანიზებული და ყოვლისმომცველია“. კვლევაში დოკუმენტურად არის ასახული, რომ
ირაკლი კობახიძე 2024 წელს ზედიზედ ორჯერ იმყოფებოდა ირანში ჯერ პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის დაკრძალვაზე, სადაც „ჰამასისა“ და „ჰეზბოლას“ ლიდერების გვერდით იდგა, შემდეგ კი პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციაზე.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე დარბაზში მყოფები სკანდირებდნენ ანტიდასავლურ ლოზუნგებს: „სიკვდილი ამერიკას!“ და „სიკვდილი ისრაელს!“.

კვლევის მიხედვით, ამ ვიზიტების ფონზე საქართველო საკუთარ საჰაერო სივრცეს უთმობს რუსულ სტრატეგიულ თვითმფრინავებს ირანის მიმართულებით ფრენისთვის და ხელს უწყობს ირანული რელიგიური ქსელების, მათ შორის სანქცირებული „ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის“ გაფართოებას თბილისსა და ქვემო ქართლში.
ამავდროულად, თინა ხიდაშელის ორგანიზაციის კვლევა ყურადღებას ამახვილებს ეკონომიკურ კავშირებზე. კერძოდ, გამოვლენილია 72 კომპანია, რომლებმაც 2022-2025 წლებში ირანული ნავთობპროდუქტების იმპორტი განახორციელეს და მათი ნაწილი პირდაპირ უკავშირდება „ქართული ოცნების“ შემომწირველებსა და დეპუტატებს.
ამ მონაცემების გამოქვეყნებას „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან მწვავე თავდასხმა მოჰყვა. თბილისის მერმა კახა კალაძემ მკვლევარებს „ჩვეულებრივი მოღალატეები“ უწოდა და მათი საქმიანობა ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ დივერსიად შეაფასა. პარტიის ლიდერებმა პირდაპირ მოითხოვეს გამოძიების დაწყება იმ პირების მიმართ, ვინც აშშ-საქართველოს ურთიერთობების დაზიანებასა და ირანთან ფარულ გარიგებებზე საუბრობს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ აღნიშნულ განცხადებებს რეგიონში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ფონზე სწავლობს. უწყების განმარტებით, ავტორებს გამოძიების ფარგლებში მიეცემათ საშუალება, მიუთითონ რაიმე კონკრეტული ფაქტის შესახებ, თუმცა თავად განცხადებებს სუს-ი „ფაქტობრივი მოცემულობის საწინააღმდეგოდ“ მიიჩნევს.
