ნინიგორის ადმინისტრაციულ ერთეულში ლაგოდეხის მერის ყოფილი წარმომადგენელი (ე.წ. სოფლის რწმუნებული) თორნიკე ციცვიძე სახელმწიფოს კუთვნილი ქონების თაღლითურად დაუფლების, თაღლითურად დაუფლებაში დახმარებისა და სამსახურებრივი სიყალბის ბრალდებით დააკავეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 5 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 6 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, გამოძიებით დადგენილია, რომ თორნიკე ციცვიძის მიერ გაცემული ყალბი ცნობების საფუძველზე, მოქალაქეები თაღლითურად დაეუფლნენ 1 746 934 ლარის ღირებულების სახელმწიფოს და კერძო საკუთრებაში არსებულ, ჯამში 37 864 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს. გარდა ამისა, სუს-ის ინფორმაციით, თორნიკე ციცვაძე პირთა ჯგუფთან ერთად მართლსაწინააღმდეგოდ, თაღლითურად დაეუფლა 105 199 ლარის ღირებულების 1928 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს.
საქმეზე გამოძიებას ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, თორნიკე ციცვიძეს, რომელიც 2019-2022 წლებში იკავებდა მერის წარმომადგენლის თანამდებობას, 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
2023 წლის 15 ნოემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ სახელმწიფოს საკუთრებაში დააბრუნებს თაღლითურად დაუფლებულ მიწის ნაკვეთს ან აანაზღაურებს ეკვივალენტურ ღირებულებას იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთი გასხვისებულია კეთილსინდისიერ შემძენზე. აღნიშნული კანონი საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილ დანაშაულზე არ ვრცელდება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ მოქალაქეებს, რომლებიც მერის წარმომადგენლის დახმარებით თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთებს, განემარტათ, რომ „ამნისტიის შესახებ“ კანონის მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში, არ დაეკისრებათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.
