თბილისსა და რამდენიმე ქალაქეში, მათ შორის, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ქუთაისსა და თელავში აქციები მიმდინარეობს. პროტესტი დაიწყო მას შემდეგ, რაც არალეგიტიმურმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმის შესახებ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება გამოაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დააკავეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მანანა გიორგობიანი
- 2 1 ნოემბრიდან საჯარო მოხელეებისთვის შეთავსებით ანაზღაურებადი სამუშაო იზღუდება
- 3 ე.წ. ვისკის საქმეზე შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს ბრალი წარუდგინეს
- 4 ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ზაუტაშვილი და მერის მოადგილე ლევან გელაძე დააკავეს
- 5 კობახიძე: გვინდა, დავიწყოთ მუშაობა ქვეყნის განვითარების სტრატეგიაზე 2026-2035 წლების ჩათვლით
- 6 რუსული ნავთობკომპანია „ლუკოილი“ უცხოურ აქტივებს კომპანია Gunvor-ს მიჰყიდის
კობახიძის ბრიფინგის შემდეგ მოქალაქეებმა პარლამენტის შენობის წინ, რუსთაველის გამზრიზე დაიწყეს შეკრება. პარალელურად, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ორთაჭალაში, „ქართული ოცნების“ მთავარ ოფისთან მივიდნენ და საგანგებო განცხადება გააკეთეს. მათი შეფასებით, კობახიძის განცხადებით საბოლოოდ უარი ითქვა საქართველოს ევროპული ინტეგრაციაზე.
„აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო ღალატს, რომელმაც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს მომავალ თაობებს და უკიდურეს საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფოებრიობას“, - თქვა რატი ამაღლობელმა, რომელმაც არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება წაიკითხა.
არასამთავრობოებმა ევროკავშირს მოუწოდეს, არ გაითვალისწინოს თვითგამოცხადებული მთავრობის განცხადება, რომელსაც არ აქვს ქართველი ხალხის ლეგიტიმაცია.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენელბს და ოპოზიციურ პარტიებს შეხვდა, რის შემდეგაც ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ დღეს დაესვა წერტილი რამდენიმე თვის წინ დაწყებულ „საკონსტიტუციო გადატრიალებას“.
„დღეს მე დავიბარე დიპლომატიური კორპუსი და მათ ვუთხარი, ცოტა დააგვიანეს შეფასებები. არაფერი აღარ არის დასამტკიცებელი. ყველაფერი დამტკიცებულია, ყველაფერი ნათელია. მათ მივმართე და ვთხოვე, ახლავე მიიღონ ყველა ის გადაწყვეტილება, რაც ამდენ ხანს იყო მისაღები
და ჩვენ დაგვეხმარონ იმ ერთადერთ მოთხოვნაში, რაც არის ჩვენი, ხალხის, მთელი საზოგადოების მოთხოვნა, ახალი არჩევნების დანიშვნა და ჩატარება. ეს არის ჩვენი გამოსავალი და ის, რისთვისაც ვიბრძვით“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
28 ნოემბერს, არალეგიტიმურმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მთავრობა 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. ასევე, 2028 წლის ბოლომდე, უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.
