11 ნოემბერს საქართველოს ევროკავშირის რვა ქვეყნის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ხელმძღვანელთა დელეგაცია ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი ავრცელებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 5 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 6 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
„საქართველო და მისი ხალხი ძალიან ძვირფასია ჩვენთვის. ჩვენ ერთგული ვართ თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოსი ევროპის გულში. გაყალბებული არჩევნების შემდეგ ჩვენ შეშფოთებულები ვართ მიმდინარე მოვლენებით“, - წერს როთი პლატფორმა X-ზე და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
როთის ინფორმაციით თბილისში ჩამოვლენ გერმანიის, ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის და პოლონეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები.
6 ნოემბერს, ევროპის ქვეყნების პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებმა, დეპუტატებმა და ევროპარლამენტარებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც გამოთქვეს ღრმა შეშფოთება, საპარლამენტო არჩევნებში „ინციდენტებისა და სისტემური დარღვევების უპრეცედენტო რაოდენობის“ გამო. მათი შეფასებით, ბრალდებები იმდენად სერიოზულია, რომ მხოლოდ დამოუკიდებელ საერთაშორისო გამოძიებას შეუძლია წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს დაფიქსირებული ყველა დარღვევის შესწავლა და გამოძიება.
