თბილისში ლატვიის, ესტონეთის, ლიეტუვისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები ჩამოდიან

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ბაიბა ბრაჟე, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი

საქართველოს ხვალ, 15 მაისს, სამუშაო ვიზიტით ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები - ბაიბა ბრაჟე, მარგუს ცაჰკნა, თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირი და გაბრიელიუს ლანდსბერგისი ეწვევიან. მათ საქართველოს ხელისუფლებას უკვე მოუწოდეს, გადახედოს რუსული კანონის მიღების გადაწყვეტილებას.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს და საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს. ასევე დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს მთავრობის წევრებთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან. პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ დაგეგმილია ერთობილი პრესკონფერენცია.  

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება საქართველოში მიმდინარე მოვლენები, მათ შორის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი.

ბალტიისპირეთის ქვეყნებმა და ისლანდიამ 10 მაისს უკვე გაავრცელეს განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ რუსული კანონი შეუსაბამოა ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან. მათი განცხადებით, მიღების შემთხვევაში, კანონი შეიძლება გამოყენებულ იქნას მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გასაჩუმებლად, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საქართველოს დასახმარებლად ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

საქართველოს ხელისუფლების ანტიდასავლური რიტორიკა სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ არჩევანს. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი საქართველოს მიენიჭა იმ გაგებით, რომ შესრულდებოდა 9 ნაბიჯი. ამ ეტაპზე საქართველოს ხელისუფლებას ამ ნაბიჯების შესრულებაში საერთო პროგრესი არ მიუღწევია“, - ნათქვამია განცხადებაში.

„ქართული ოცნება“ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხომაზე აპირებს მესამე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცოს რუსული კანონი, რომლის წინააღმდეგაც ერთი თვეა მრავალათასიანი დემონსტრაციები მიმდინარეობს.

ამ პროცესების პარალელურად, საქართველოში ჩამოვიდა ევროპული დელეგაცია გერმანიის, პოლონეთის, ჩეხეთის, ლიეტუვისა და ესტონეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების შემადგენლობით. ასევე, თბილისში იმყოფება ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ჯიმ ო’ბრაიენი, რომელთან შეხვედრაზეც უარი თქვა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ 13 მაისს, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა ხელისუფლებას მიმართა, ევროკავშირის ქვეყნების და აშშ-ის წარმომადგნლებს არ შეხვდეს და იმსჯელოს, იმსახურებენ თუ არა ისინი საქართველოში შემოშვებას.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).