„კი ევროპას! არა რუსულ კანონს“ - ამ ლოზუნგით 9 აპრილს, თბილისში აქცია-მსვლელობა გაიმართა, რომლის მონაწილეებმა „ქართული ოცნების“ მიერ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტის ხელახლა ინიცირება გააპროტესტეს. მოქალაქეები აცხადებდნენ, რომ დღეს საქართველოს ევროპული მომავალი დასაცავია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სასამართლომ „ლუკოილ ჯორჯიას“ მითვისებული საწვავის დაბრუნება დაავალა
- 2 Nestle-მ ჩვილ ბავშვთა საკვების ნაწილი გაყიდვებიდან ამოიღო ტოქსინის გამო
- 3 პაპუაშვილი: ამ ომს ნამდვილად ჰყავს ორი დამარცხებული - უკრაინა და ევროკავშირი
- 4 სუს-ის ყოფილი უფროსის ნათესავი ბიჭიკო პაიკიძე ესპანეთში დააკავეს
- 5 ევროკომისია: საქართველომ შეიძლება სრულად დაკარგოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი
- 6 სამხრეთ კორეაში საქართველოს ელჩი გაათავისუფლეს – პაპასქუა საგარეო უწყებას ტოვებს
ათასობით ადამიანის მსვლელობა, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით, რესპუბლიკის მოედანიდან დაიწყო და პარლამენტის შენობის წინ დასრულდა. აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა სრულად დაიკავეს.
„რამდენჯერაც არ უნდა შემოატრიალონ კანონი, რომელიც ჩვენს ევროპულ პერსპექტივას კლავს, ქართულ საზოგადოებას იმდენჯერ არ დაეზარება და თავის სათქმელს იტყვის. ეს ჯერ დასაწყისია და დარწმუნებული ვარ, რამდენი დღეც არ უნდა დასჭირდეს, მთელი ქართული საზოგადოება ფეხზე დადგება, რადგან ჩვენს თავისუფლებას სხვა ვერავინ დაიცავს. რაც არ უნდა მკაცრი განცხადებები გააკეთონ საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ჩვენ უნდა ვიყოთ აქ, ყოველთვისაც იქ, სადაც ჩვენს მომავალს დავიცავთ“, - განაცხადა ყოფილმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ.
მისივე თქმით, დღევანდელი აქციის მიზანი იყო, კიდევ ერთხელ ჩვენება, რომ ისეთი რეჟიმი, როგორიც პუტინის რუსეთშია, საქართველოში ფეხს არასოდეს მოიკიდებს.
„ჩვენ დღეს არ გვაქვს არანაირი უფლება, არ დავიცვათ ის მონაპოვარი, რომელიც შექმნეს 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაცემულებმა. არ გვაქვს უფლება, ეჭვქვეშ დავაყენოთ 1991 წლის 9 აპრილის დამოუკიდებლობის აქტი და არ გვაქვს უფლება არ დავიცვათ, შარშანდელი მონაპოვარი როდესაც ქართველი ახალგაზრდების ძალისხმევით, მათი ბრძოლით, პრინციპულობითა და შეუპოვრობით, გაგვიჩნდა ევროპული პერსპექტივა. მთელმა ევროპამ აღნიშნა, რომ სწორედ ქართული საზოგადოების მარტის ბრძოლების შედეგია ის, რომ დღეს ჩვენ კანდიდატის სტატუსი გვაქვს. უახლოეს პერიოდში გადაწყდება ყველაფერი. ფანჯარა ძალიან მოკლე და პატარაა საქართველოსთვის რომ გავიდეს თავისუფალ სამყაროში და დაუბრუნდეს ბუნებრივ განვითარებას. ამ გზაგასაყართან ვართ და სიმბოლურზე უფრო მეტია, რომ დღეს ქართული საზოგადოება ძალიან სპონტანურად, ძალიან უცებ შეიკრიბა. ეს გაძლიერდება“, - აღნიშნა პოეტმა რატი ამაღლობელმა.
მორიგი აქცია 15 აპრილს, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვის პარალელურად გაიმართება.
„ქართული ოცნება“ აპირებს, პარლამენტმა მიმდინარე სესიის ბოლომდე სამივე მოსმენით მიიღოს ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ რუსული კანონი, რომელზეც უარი 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციებისა და საერთაშორისო ზეწოლის გამო თქვა. კანონპროექტის ტექსტი იგივეა - მხოლოდ „უცხოური გავლენის აგენტი“ შეიცვალა ტერმინით „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას მხარს უჭერს პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. რუსულ კანონს აკრიტიკებენ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი, ასევე, გაერო და ნატო. სტრატეგიული პარტნიორები მიიჩნევენ, რომ ასეთი კანონი საქართველოს ევროპული გზიდან გადაიყვანს, უარყოფითად იმოქმედებს დამოუკიდბელი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების მუშაობაზე.
