თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე, შტადლერის ორსართულიანი სამგზავრო მატარებლი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილები „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლები არიან, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 4 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 5 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 6 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
მომხდარის გამო ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი გაჩერებულია. „საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, მგზავრებს შორის დაშავებულები არ არიან.
„მომხდარის შესახებ მიმდინარეობს დეტალური მოკვლევა, ხოლო შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო პროცედურები, რის შემდეგაც განხორციელდება ბათუმი-თბილისის მატარებლის ტრანსპორტირება თბილისი ცენტრალის მიმართულებით“, - განაცხადეს „საქართველოს რკინიგზაში“.
ამასთან, „საქართველოს რკინიგზა“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო და უსამძიმრებს თანამშრომლებსა და გარდაცვლილთა ოჯახებს.
პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
