თელ-ავივში, ქალაქ იაფაში, რკინიგზის სადგურზე მომხდარ თავდასხმას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა. გუშინ, 1-ელ ოქტომბერს, ორმა შეიარაღებულმა პირმა ირგვლივ მყოფებს ცეცხლი გაუხსნა და ცივი იარაღით დაესხა თავს, რის შედეგადაც სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 4 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 5 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 6 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
„ისრაელში საქართველოს საელჩო ადასტურებს 1 ოქტომბერს მომხდარი ტერაქტის შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქის გარდაცვალებას. საელჩო მუშაობს ისრაელის შესაბამის სტრუქტურებთან გარდაცვლილი თანამემამულის საქართველოში გადმოსვენების შესაძლებლობაზე, რაც ბუნებრივია მოითხოვს გარკვეულ დროს, მისი დაღუპვის გარემოებების გათვალისწინებით“, - განაცხადეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
საგარეო უწყება მომხდარის გამო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს, ასევე ისრაელის მთავრობას და ისრაელის ხალხს.
„საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
ისრაელის პოლიციის ინფორმაციით, სროლა სარკინიგზო ვაგონში დაიწყო და პლატფორმაზე გაგრძელდა. 7 დაღუპულის გარდა არიან დაჭრილებიც, რომელთაგან სამის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
როგორც პოლიცია ამბობს, ორივე თავდამსხმელი გარშემომყოფებმა „გაანეიტრალეს“. დანაშაულის მოტივად ტერორიზმი სახელდება.
მედიის ცნობით, იაფაში სროლა ისრაელის წინააღმდეგ ირანის სარაკეტო თავდასხმის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა.
