თელავში 26 წლის ქალი გირაოთი რამდენიმე დღის წინ გათავისუფლებულმა ქმარმა მოკლა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

22 წლის თორნიკე გ-შვილი, რომელიც პოლიციამ თელავში, 26 წლის ქალის მკვლელობის ბრალდებით დააკავა, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეზე ძალადობის გამო, რამდენიმე დღის წინაც დაკავებული იყო. ის თელავის რაიონულმა სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

სამი არასრულწლოვანი შვილის დედა დღეს, ბავშვების თანდასწრებით მოკლეს. მეზობლების თქმით, მკვლელობის დროს ერთ-ერთი ბავშვი ხმამაღლა ყვიროდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მარიამ გ-ს ცივი იარაღით, ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი დეტალები თელავში 26 წლის ქალის მკვლელობის საქმეზე

აფექტი, მეუბნებოდა, რომ დამიჭერდნენ - ქალის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ბოლო სამ დღეში ეს ქალის მკვლელობის მესამე გახმაურებული შემთხვევაა. დღეს, 9 ოქტომბერს, თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, საცხოვრებელი კორპუსის ბინაში ქალის ცხედარი იპოვეს. პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 39 წლის მამაკაცი დააკავა. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა პ.პ.-მ, შურისძიების მოტივით, ო.პ.-ს, მისსავე ნაქირავებ ბინაში, ფიზიკური დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა. 

7 ოქტომბერს, 40 წლის ქალის, მ.ს.-ს ცხედარი თბილისში, მირიან მეფის გამზირზე მდებარე ბინაში იპოვეს, მკვლელობის ბრალდებით კი ბინის დამქირავებელი, უცხო ქვეყნის მოქალაქე, 20 წლის ი.ზ. დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა მამაკაცმა ურთიერთშელაპარაკებისას ქალს სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები დანით მიაყენა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

  • 2021 წელს - ქალის მკვლელობის 22, ხოლო მკვლელობის მცდელობის 31 ფაქტია რეგისტრირებული.
  • 2020 წელს - 24 ქალი მოკლეს. რეგისტრირებულია ქალის მკვლელობის მცდელობის 27 ფაქტი.
  • 2019 წელს - ქალის მკვლელობის 19 და მკვლელობის მცდელობის 22 ფაქტი დაფიქსირდა.

ქალის მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის შემთხვევების უმეტესობა ოჯახური დანაშაულის ნიშნით არის ჩადენილი.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.