თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ჟურნალისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა უკანონო პატიმრობიდან მზია ამაღლობელის გათავისუფლება და ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუძისთვის უფლებამოსილების შეჩერება მოითხოვეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 2 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 3 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 4 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
- 5 Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამას წყვეტს
- 6 გერმანიამ საქართველოში მომიტინგეებზე ძალადობაზე პასუხისმგებელ 9 პირს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
„მზია ამაღლობელი არის რუსული რეჟიმის მილიციონერის შურისძიების მსხვერპლი, სამიზნე. რეჟიმი ყველას დაგვიჭერს თუ ჩვენ ამის შესაძლებლობა მივეცით“, - განაცხადა ტელეკომპანია „კავკასიის“ დირექტორმა, ნინო ჯანგირაშვილმა.
„ირაკლი დგებუაძე არ არის პოლიციელი. ის შეურაცხყოფს პოლიციელის მუნდირს. ის არის აგენტი პროვოკატორი. სრულიად საკმარისი მიზეზებია იმისთვის, რომ ამ კაცის საქმიანობიდან ჩამოშორება მოვითხოვოთ. ის სირცხვილია არა მხოლოდ პოლიციისთვის, არამედ სახელმწიფოსთვის“, - აღნიშნა გამოცემა „პუბლიკის“ რედაქტორმა, ზურაბ ვარდიაშვილმა.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის შეფასებით, ონლაინგამოცემების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ ხელმძღვანელი რუსთავის ციხეში სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილების საფუძველზე იმყოფება. ქურდოვანიძემ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ბათუმის პოლიციის უფროსის ქმედებაზე დროული რეაგირებისკენ მოუწოდა.
„მზია ამაღლობელი აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს. მან გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია არასათანადო მოპყრობის იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რასაც ადგილი ჰქონდა მისი დაკავების შემდეგ. მზია ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა არც წლის დალევის შესაძლებლობა, არც სხვა პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილების შესაძლებლობა, ირაკლი დგებუაძე აგრესიულად იქცეოდა და პერმანენტულად აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას, ადგილი ჰქონდა სახეში შეფურთხებას. როდესაც ამის შესახებ ცნობილია სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის, მან დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს რეაგირება, უნდა გვაცნობოს რა კვალიფიკაციით მიმდინარეობს გამოძიება და დაზარალებულის სტატუსი მიანიჭოს მზია ამაღლობელს.
არ შეიძება ირაკლი დგებუაძე რჩებოდეს პოზიციაზე, რადგან საუბარია მისი მხრიდან განხორციელებულ უმძიმეს დანაშაულზე.
მე მეგონა, რომ ამ დრომდე სპეციალური საგამოძიებო სამსახური რაიმეს საჯაროდ იტყოდა, თუმცა ასეთი განცხადება ვერ მოვისმინეთ. დროა, ეს სამსახური დაუბრუნდეს თავისი ფუნქციის შესრულებას და საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია, რატომ არ არის პასუხსიგებაში მიცემული არცერთი სამართალდამვცავი სისტემური წამების ფაქტებზე, რასაც ადგილი ჰქონდა ბოლო ორი თვის განმავლობაში“, - განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.
აქციაზე იმყოფებოდა ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანი, გიორგი თარგამაძეც. მისი თქმით, საქართველოში ჟურნალისტების არაერთმა თაობამ ბევრი მსხვერპლი გაიღო იმისთვის, რომ საზოგადოებას სიტყვის თავისუფლება ჰქონოდა.
„მზია ამაღლობელი რეჟიმის პატიმარია. ეს რეჟიმი უნდა დასრულდეს და ქვეყანამ დამოუკიდებელი, სუვერენული, თავისუფალი, ევროპული, ეროვნული სახელმწიფოს გზა უნდა განაგრძოს. ეს გზა ვერ გაგრძელდება მზია ამაღლობელის გარეშე“, - აღნიშნა თარგამაძემ.
აქციის მონაწილეებმა მსვლელობით გენერალური პროკურატურის შენობასთან გადაინაცვლეს.
14 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ მზია ამაღლობელს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ჟურნალისტს 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.