აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელს ერთ თვალში მხედველობა 10 %-მდე შეუმცირდა, მეორეში - 0,04 %-ია - ადვოკატი
- 2 რიჟვაძის საქმეზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი დააკავეს
- 3 ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო - არასამთავრობოები
- 4 პაპუაშვილი არჩევნებზე წალენჯიხის მერიის განცხადებას „საბოტაჟს“ უწოდებს
- 5 მასობრივი ცენზურა - დევნა Facebook-ის სტატუსებისთვის
- 6 სალომე ზურაბიშვილი 5 000 ლარით დააჯარიმეს გზის გადაკეტვისთვის
რიჟვაძე თბილისიდან სტამბოლის საავადმყოფოში ოჯახის მოთხოვნით, დაახლოებით ღამის 2 საათზე გადაიყვანეს. ლალი ტურძელაძის თქმით, რიჟვაძის გადაყვანა საჰაერო გზით მოხდა.
„თვითონ გამოიძახეს რეანომობილი, ანუ თვითმფრინავი. იქიდან ჩამოვიდა და გადაიყვანეს თორნიკე“, - თქვა ტურძელაძემ.
ქართველი ექიმების შეფასებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო სტაბილურად მძიმე, გაუმჯობესებული პარამეტრებით.
7 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე საგარეჯოში, კლინიკა „ჯეოჰოსპიტალში“ გულმკერდის არეში მიყენებული ცეცხლნასროლი ჭრილობით შეიყვანეს. ქირურგიული ოპერაციის შემდეგ რიჟვაძე თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. მას ფილტვი აქვს დაზიანებული.
საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის კვალიფიკაციით დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას ბრალდებით დააკავა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი. 8 ივლისს სასამართლომ ის გირაოთი გაათავისუფლა.
პროკურატურის განცხადებით, 6 ივლისს თორნიკე რიჟვაძე საგარეჯოში ესტუმრა ალექსი ახვლედიანს, შუაღამის დადგომის შემდეგ, 01:00 საათიდან 01:30 საათამდე კი მასპინძლისგან მალულად აიღო ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ახვლედიანს „დაუდევრად ჰქონდა დატოვებული“ თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებულ შემინულ ფანჩატურში. ოფიციალური ვერსიით, რიჟვაძემ იარაღი მალულად გადაიტანა სტუმრისთვის განკუთვნილ საძინებელ ოთახში და მარტო დარჩენილმა, თვითმკვლელობის მიზნით, ისროლა გულმკერდის არეში.
სამთავრობო პროპაგანდისტულმა მედიასაშუალებებმა მალევე გაავრცელეს წერილი, რომელიც, თითქოს, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობამდე დაწერა და რომელშიც გამოთქვამდა იმედს, რომ ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე მის ოჯახს დაიცავდნენ. ამასთან, სამთავრობო მედიის თანახმად, რიჟვაძე წერდა, რომ მას კორუფციას და ბარიგების მფარველობას აბრალებენ.
პროკურორმა ნუგზარ ჭიტაძემ წერილის არსებობა დაადასტურა. მისი თქმით, ის, რიჟვაძის ტანსაცმელთან ერთად, საგარეჯოს საავადმყოფოში გამომძიებელმა მედპერსონალისგან ამოიღო. პროკორორის განცხადებით, მისთვის უცნობია, ვინ გადასცა წერილის ფოტო მედიას.
36 წლის თორნიკე რიჟვაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას თითქმის 7 წელი იკავებდა. 2025 წლის აპრილში, მან თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
