პროკურატურამ ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსი ჯონდო ქასრაშვილი ოჯახური ძალადობის ფაქტზე, ცოლზე ძალადობის ბრალდებით დააკავა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 15 იანვარს, საღამოს საათებში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, საცხოვრებელ სახლში, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ურთიერთშელაპარაკებისას, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა.
პოლიციამ ბრალდებული იმავე დღეს დააკავა. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
თუ თქვენ გახდით ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ან ფლობთ ინფორმაციას ოჯახში ძალადობის თაობაზე, დარეკეთ 112-ზე.
2023 წლის 9 თვის მონაცემებით, ოჯახურ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნა 4 031 პირის მიმართ დაიწყო, ხოლო პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელი 91%-ია. ოჯახურ დანაშაულზე აღკვეთის ღონისძიების სახით მოთხოვნილი პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობებიდან 2023 წლის 9 თვეში სასამართლომ 55% დააკმაყოფილა.
