„ქართული ოცნების“ პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 5 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
- 6 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
„ჩემი ადმინისტრაცია ერთგულია, განამტკიცოს საქართველოს მთავრობასთან მშვიდობიანი და ნაყოფიერი ურთიერთობები. სამომავლოდ ველოდები ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას სამართლიანი ვაჭრობის მხარდაჭერისა და ორმხრივი თანამშრომლობის არეალის გაფართოების გზით.
გულითადად ვულოცავ ქართველ ხალხს ამ მნიშვნელოვან თარიღს, რომელიც ქვეყნის გამორჩეულ და მრავალფეროვან ისტორიას ასახავს“, - ნათქვამია მისალოც წერილში, რომლის შინაარსიც მიხეილ ყაველაშვილის პრესასამსახურმა ქართულ ენაზე გაავრცელა.
26 მაისს საქართველომ პირველი დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 107-ე წლისთავი და დამოუკიდებლობის აღდგენის 34-ე წლისთავი აღნიშნა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, საქართველოს ქართველი ხალხის სახელზე გაგზავნილი წერილით მიულოცა. „ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს.
ოცდაათ წელზე მეტია, ჩვენს ერებს შორის მეგობრობა და პარტნიორობა აგებულია დემოკრატიის, სუვერენიტეტისა და უკეთესი მომავლისკენ სწრაფვის საერთო ღირებულებებზე. ამ დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ქართველი ხალხის სიძლიერეს, გამძლეობას და ჩვენს მტკიცე კავშირებს. ქართველი ხალხის სიყვარული და ერთგულება თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი შთამაგონებელია. შეერთებული შტატები ერთგული რჩება პარტნიორობის, რომელიც შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს უსაფრთხო და აყვავებული მომავლისკენ“.
„აშკარად გამოჩნდა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ხაზით უპირატესობა ჰქონდა „დიფ სთეითს“ და ამას უავშირდება ის აქტები, რაც მივიღეთ. დიფ სთეითი“ მძლავრობს, ამას ვხედავთ. თუ „დიფ სთეითმა“ უნდა განსაზღვროს ამერიკული მილოცვები, ამას ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს. ეს არის მთლიანად ბიუროკრატიაში ჩაბუდებული სისტემა. მიმდინარეობს ბრძოლა“, - ასე გამოეხმაურა გუშინ „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რუბიოს მილოცვას.
