ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, ციხიდან გაათავისუფლეს საქართველოს მოქალაქე ნუკრი კალაშნიკოვი და 27 სექტემბერს ქართულ მხარეს გადასცეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 4 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 5 რუსთავში დააკავეს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისთვის ბრალდებული უცხოელი
- 6 ჭიათურაში დააკავეს აქციის მონაწილე 4 მაღაროელი - მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
ნუკრი კალაშნიკოვი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 2022 წლის 22 ივნისს დააკავეს. 24 ივნისს კი ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით „სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა“ და ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ქარელის მუნიციპალიტეტის მკვიდრის, ნუკრი კალაშნიკოვის დაკავების შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ირაკლი ანთაძემ 23 სექტემბერს განაცხადა.
ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში რჩება საქართველოს ოთხი მოქალაქე: გელა იობაშვილი, კახაბერ ნათაძე, ლაშა ხეთერელი და ყოფილი სამხედრო მოსამსახურე მამუკა ჩხიკვაძე, რომელიც 2021 წლის დეკემბერში დააკავეს და 3.8 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
გასულ წელს, რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალებმა აფხაზეთის მიმართულებით უკანონოდ დააკავეს საქართველოს 11 მოქალაქე, ხოლო ცხინვალის მხარეს 70. ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო პატიმრობაში იმყოფება ირაკლი ბებუა, რომელიც გალის რაიონში, 2020 წლის 30 სექტემბერს დააკავეს აფხაზური დროშის დაწვის ფაქტზე.
ფაქტის ამსახველ ვიდეოში ბებუა ამბობს, რომ დროშა შეგნებულად დაწვა, რადგან არ მოსწონს 27 სექტემბერს - სოხუმის დაცემის დღის აფხაზეთში ზეიმით აღნიშვნა და „ქართველებისა და აფხაზების ძმურად ყოფნა სურს“.
ირაკლი ბებუა დროშის დაწვიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. იმავე დღეს, მის სახლში ჩატარებული ჩხრეკის დროს დე ფაქტო მილიციამ ამოიღო ხელყუმბარა, რომელსაც თითქოსდა ბებუა საკუთარი ბალიშის ქვეშ ინახავდა. ბებუას აფხაზეთის დე ფაქტო სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და 10 000 რუბლის ოდენობის ჯარიმა შეეფარდა.
ბებუას ადგილობრივი ადვოკატის აპოლონ გელედიას განმარტებით, საერთო რეჟიმის კოლონიაში სასჯელის მოხდისას ერთი დღე ითვლება ორ დღედ. ამიტომ, ბებუა პატიმრობაში 4 წელი და ექვსი თვე იქნება.
