რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქე ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს. 34 წლის ნიკა მამასტარაშვილი და 33 წლის ივანე ლუტიძე 2024 წლის თებერვალში, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კნოლევის მიმდებარედ, ხოლო 32 წლის ზურაბ ლობჟანიძე აგვისტოში, ოკუპირებულ ახალგორთან დააკავეს ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის „ბრალდებით“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 3 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 4 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 5 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 6 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის განცხადებით, მამისტარაშვილი, ლუტიძე და ლობჟანიძე საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას 9 იანვარს, სასჯელის ვადის ამოწურვის შემდეგ გადასცეს.
საქართელოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მოქალაქეების უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) მიერ ოპერირებადი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთარსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი.
„ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად, - ნათქვამია სუს-ს განცხადებაში.
ამჟამად ცხინვალში უკანონო პატიმრობაში საქართველოს ათამდე მოქალაქე იმყოფება. მათ შორის არიან გორის რაიონის სოფელ ფხვენისში მცხოვრები ვანო ჯაფიაშვილი და ექიმი ალექსი მამულია, რომლებიც 26 დეკემბერს დააკავეს.
