ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტმა ე.წ. სახელმწიფო საზღვრის და ბუნებრივი რესურსების დაცვის დროს იარაღის გამოყენების წესში ცვლილებები შეიტანა. განახლებული დოკუმენტის მიხედვით, „სახელმწიფო საზღვრის დაცვისას“ შესაძლებელი იქნება იარაღის გამოყენება უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგაც.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 2 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 3 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 4 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
- 5 „ყველა სცემდა, ვინც მოვიდა“ - გორში პოლიციელებმა მოქალაქეები სასტიკად სცემეს
- 6 „პოლიციელს ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა“ – შს მინისტრის მოადგილე გორში ძალადობაზე
ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ვალერიან ალიხანტიმ განაცხადა, რომ ე.წ. საზღვარზე საქართველოს მხრიდან უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების შემთხვევები მზარდია.
ალიხანტის თქმით, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე სახელმწიფო საზღვრისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მიზნით იარაღისა და სამხედრო ტექნიკის გამოყენების წესს მთავრობის 2009 წლის 18 დეკემბრის დადგენილება არეგულირებს.
„დოკუმენტში მითითებულია უპილოტო საფრენი აპარატების და უპილოტო საჰაერო სისტემების - ვერტმფრენების, თვითმფრინავების წინააღმდეგ იარაღის გამოყენების პროცედურა. ასეთ პირობებში სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო ხელისუფლებას არ აქვს უფლება კანონიერად გამოიყენოს იარაღი და სამხედრო ტექნიკა სახელმწიფო საზღვრის დარღვევების შესაჩერებლად, ან დარღვევის მცდელობების აღსაკვეთად, რაც არ იძლევა საშუალებას საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ამოცანები სრულად შესრულდეს. ცვლილებები უპილოტო საფრენი აპარატების მიერ სახელმწიფო საზღვრის დარღვევის შემთხვევაში იარაღის გამოყენების საშუალებას იძლევა“, - განაცხადა ალიხანტიმ.
მის მიერ წარდგენილ ცვლილებებს ე.წ. მინისტრთა კაბინეტმა მხარი დაუჭირა.
