ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის განცხადებით, „სამხრეთ ოსეთის მესაზღვრეებმა“ მხოლოდ ოქტომბერში, 23 ადამიანი დააკავეს. მათგან 11-ს „სახელმწიფო საზღვრის“ რეჟიმის დარღვევას ედავებოდნენ, ხოლო 12-ს - „სასაზღვრო რეჟიმის“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 2 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 3 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 4 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 5 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 6 პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილს შანტაჟში ადანაშაულებს
„სამართლებრივი რეჟიმის დარღვევის თითოეულ ფაქტზე სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის სასაზღვრო სამსახურმა გამოძიება ჩაატარა. შედეგად 17 პირს დაეკისრა ადმინისტრაციული ჯარიმა, ექვს კი გაფრთხილება მიეცა“, - განაცხადეს ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტში.
„კაგებე“ განმარტავს, რომ „სახელმწიფო საზღვარზე და სასაზღვრო ტერიტორიაზე დადგენილი სამართლებრივი რეჟიმების მიზანმიმართული დარღვევა იწვევს არა მხოლოდ ადმინისტრაციულ, არამედ ზოგიერთ შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასაც“.
დე ფაქტო ხელისუფლებამ მანამდე გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2024 წლის იანვარ- სექტემბერში, „სახელმწიფო საზღვრის“ სხვადასხვა მონაკვეთზე 232 ადამიანი ჰყავდათ დაკავებული.
