თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატთა რეგისტრაცია დასრულდა. კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადი მხოლოდ ერთმა კანდიდატმა - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა და თსუ-ს პროფესორმა, ჯაბა სამუშიამ შეიტანა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
უნივერსიტეტის ადმინისტრაციის განმარტებით, უახლოეს დღეებში, საარჩევნო კომისია ჯაბა სამუშიას მიერ წარდგენილ საბუთებს შეამოწმებს და თუ ხარვეზი არ გამოვლინდება, რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნები 20 ოქტომბერს ჩატარდება. აკადემიური საბჭო რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, არაუმეტეს ექვსი თვის ვადით აირჩევს. ამ ვადის გასვლის შემდეგ რექტორის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდება.
რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატთა რეგისტრაცია 11 ოქტომბერს დაიწყო და 13 ოქტომბერს დასრულდა. ეს პროცესი ჯერ დაწყებული არ იყო, როდესაც ჯაბა სამუშიას სოციალურ ქსელში თსუ-ს რექტორობას ულოცავდნენ, მათ შორის, „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირები. სამუშიას ამაზე განმარტების გაკეთებაც მოუწია და თქვა, რომ რექტორად მისი დანიშვნის შესახებ არასწორი ინფორმაცია გავრცელდა.
„არაფერი მსგავსი არ მომხდარა და ეს რამდენიმე სააგენტოს მიერ გავრცელებული დეზინფორმაციაა. გასაგებია რასაც ისახავენ მიზნად, მაგრამ ამჯერად ამაზე არ გავამახვილებ ყურადღებას. ვწუხვარ, რომ ბევრმა ეს ინფორმაცია სანდოდ მიიღო. თსუ-ს წესდება არეგულირებს არჩევნების წესს და არავინ არავის არ ნიშნავს“, - თქვა მან.
ჯაბა სამუშია 2010-2014 წლებში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო. 2014 წელს ის საკრებულოს წევრად მეორე ვადით, „ქართული ოცნებიდან“ აირჩიეს და 2017 წლამდე ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას თავმჯდომარეობდა.
„მაისის სტუდენტური მოძრაობა“ აცხადებს, რომ ჯაბა სამუშია ხელისუფლების მიერ წინასწარ შერჩეული კანდიდატია, რომელსაც „არალეგიტიმური აკადემიური საბჭო მოჩვენებითი არჩევნების პროცესის შემდეგ დანიშნავს“. მოძრაობის წევრები აკადემიური საბჭოს დაშლას და რექტორის არჩევის წესის შეცვლას ითხოვენ. ისინი მიიჩნევენ, რომ ახალი რექტორი პროფესორების სრულმა შემადგენლობამ უნდა აირჩიოს.
თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ აკადემიურ საბჭოს გადადგომის შესახებ 7 ოქტომბერს მიმართა. შარვაშიძეს უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე 2 წელი აქვს დარჩენილი. ის რექტორის მოვალეობას 15 ოქტომბრამდე შეასრულებს.
