თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად გამართული აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 4 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
- 5 ივანიშვილის გინების შემდეგ, გიორგი კირვალიძეს საპროცესო შეთანხმება გაუუქმეს
- 6 მიმავალ ადამიანს ხშირად ზედმეტად აწუხებენ სამედიცინო საშუალებებით - პატრიარქი
დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც ირაკლი კობახიძემ თსუ-ს შენობა დაცვის, პოლიციის და „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლების დახმარებით დატოვა. ის შეძახილებით „მონა“ გააცილეს.
როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა „კობახიძის ბანდის“ წევრებმა მიაყენეს, რომლებიც, მეორე კორპუსთან დილის 9 საათისთვის მივიდნენ, შემდეგ კი ლექციაზე შეიყვანეს. თავად თსუ-ს სტუდენტებს მეორე კორპუსში შესვლა შეზღუდული ჰქონდათ.
„უნივერსიტეტიდან რომ გამოვიდა პრემიერად წოდებული ეს მხდალი კაცი, გამოჰყვა თავისი ორგანიზებული 50-კაციანი ზონდერ დაჯგუფება. როგორც კი მანქანაში ჩაჯდა, გამოვარდნენ და აქ შეკრებილ სტუდენტებზე ანგარიშსწორება დაიწყეს. პოლიციას არანაირი ზომა არ მიუღია ამის აღსაკვეთად“, - ამბობს ნიკო მანაგაძე, სტუდენტური მოძრაობა „თავისუფლებისთვის“ დამფუძნებელი.
შაბათობით, დილის 10 საათზე, ირაკლი კობახიძე თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ლექციას ატარებს. აქცია „დახვდი კობახიძეს“ ნიკო მანაგაძემ ერთი დღით ადრე დაანონსა. აქციის მონაწილეები ე.წ. უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის მიღებასა და „საქართველოს რუსეთიზაციას“ აპროტესტებდნენ.
კობახიძემ უნივერსიტეტის ტერიტორია ისე დატოვა, რომ არც აქციის მონაწილეებს შეხვდა და არც ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
პრემიერ-მინისტრის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან აქციები რეგულარულად იმართება. მონაწილეებს თავს არაერთხელ დაესხნენ.
