ნისლისა და დაბალი ხილვადობის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტი შეფერხებით მუშაობს. რამდენიმე თვითმფრინავმა დაჯდომა ვერ შეძლო და ისინი სათადარიგო აეროპორტებში - ქუთაისსში, ბათუმსა და ერევანში გადამისამართდნენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 4 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 5 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 6 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
„ამ ეტაპზე, ღამის 2 საათამდე ნავარაუდევია ხილვადობა 350 მეტრი, რაც ძალიან დაბალია და ამის გამო ავიაკომპანიები იღებენ გადაწყვეტილებას, თვითმფრინავები დაჯდნენ სათადარიგო აეროპორტებში“, - განაცხადა ნინო წივწივაძემ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის წარმომადგენელმა.
დღეს ვერ შესრულდა „კატარის ავიახაზების“ რეისი დოჰა-თბილისი და „ჯაზირას ავიახაზების“ რეისი ქუვეითი-თბილისი. ორივე თვითმფრინავი ერევნის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. ქუთაისის აეროპორტში დაჯდა ავიაკომპანია „აზიმუტის“ რეისი მოსკოვი-თბილისი. სათადარიგო აეროპორტებში გადაამისამართეს „ფლაი დუბაის“ და „ეარ არაბიას“ რეისებიც.
თბილისის აეროპორტში სტამბოლი-თბილისის რეისები გააუქმეს „პეგასუსმა“ და „თურქეთის ავიხაზებმა“.
10 დეკემბრამდე თბილისში პერიოდულად წვიმაა მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +10, +12 გრადუსი იქნება.
