კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ არ იცის რა ვითარებაა გელათის ტაძარში მას შემდეგ, რაც სარეაბილიტაციო სამუშაოები საპატრიარქოს გადააბარა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„აქ ბევრს საუბრობენ გელათზე. ღიად გეუბნებით, რასაც მე არ ვაკეთებ, იმაზე პასუხს ვერ ვაგებ. ძალიან სამწუხაროა, რომ 2022 წლის 3 ოქტომბრიდან ჩვენ მოგვეცა მითითება, მივიღეთ ოფიციალური წერილი მესაკუთრისგან, რომ ჩვენ აღარ ვიმუშაოთ გელათში და იქ ყველანაირი სამუშაო შეჩერებულიყო. შესაბამისად, მას შემდეგ იქ რა ვითარებაა, არ ვიცი. მე პასუხს ვაგებ 2021 წლის მაისიდან 2022 წლის 3 ოქტომბრამდე.
ჩვენ გვაქვს დათარიღებული ფოტო და ვიდეომასალები, ასევე, სკანირების შედეგები, თუ რა მდგომარეობაში იყო ძეგლი გადაბარების პროცესში. წლების შემდეგ ეს მასალა შეიძლება შედარდეს იმ ვითარებას, რა ვითარებაც იქნება ძეგლთან და მერე უკვე, ორი ყური ასწიას პრინციპით, „ბაჭიას“ შეეძლება გამოიცნოს, ვინ რა გააკეთა და ვინ რა ვერ გააკეთა“, - განაცხადა მინისტრმა და ხაზი გაუსვა, რომ პროცესები, რამაც გელათის ტაძარში უნიკალური ფრესკების დაზიანება გამოიწვია, ჯერ კიდევ 2008 წელს დაიწყო.
„ძალიან სამწუხაროა, რომ 2008 წელს, როცა ეს პროექტი შემუშავდა, იყო ძალიან ხარვეზიანი. შემდეგ თვითონ ხარვეზიანი პროექტის განხორციელება წარიმართა დიდი ხარვეზებით. შემდეგ კი კომპლექსი ჩვენ გავამაგრეთ, წყლის დენა ჩვენ შევაჩერეთ და შრობის პროცესიც „იუნესკოს“ რჩევით გავაძლიერეთ. „იუნესკო“ წელს აპირებს იქ ვიზიტებს. მათი დასკვნის შემდეგ გვეცოდინება, რა ვითარებაა. მე ეს არ ვიცი. არ ვიცი ნიშნავს არ ვიცის, ეს არც რაიმე კარგს ნიშნავს, არც ცუდს. უბრალოდ, არ ვიცი. როცა რამე ვიცი, ვაგებ პასუხს თავით, სისხლით, ხორცით, მაგრამ როცა არ ვიცი, არ ვიცი“, - თქვა მინისტრმა და თავისი გამოსვლა გაფრთხილებით დაასრულა:
„მე ვაპირებ და ასეთი დავალებაც აქვთ ჩემს თანამშრომლებს, რომ ნებისმიერი ადამიანის საჯარო განცხადება, რომელიც დაგვწამებს ცილს, რომ ჩვენ ამჟამად იქ რაღაცას ვაფუჭებთ, დასრულდება სასამართლოში. იმიტომ, რომ ამის მოთმენას მე პირადად აღარ ვაპირებ“.
მე-12 საუკუნით დათარიღებული გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარში წყლის ჩასვლის გამო უნიკალური ფრესკები ნადგურდება. ფრესკების დაზიანებაზე გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულმა კვლევითმა ცენტრმა, რომელიც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ექვემდებარება, კრიტიკული და საგანგაშო დასკვნა 2023 წლის იანვარში გამოაქვეყნა. ანგარიშში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი არაერთი ფაქტია გამოვლენილი, თუმცა პასუხისგებაში ამ დრომდე არავინ არის მიცემული.