თუ უკრაინა ამ ომში დამარცხდება, რუსეთი იქ არ გაჩერდება - მაკრონი

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ისაუბრა საფრთხეებზე, რაც მიმდინარე ომში უკრაინის დამარცხებას შეიძლება მოჰყვეს. მისი თქმით, რუსეთი - პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინით სათავეში - არის „მოწინააღმდეგე“, რომელიც უკრაინით არ დაკმაყოფილდება, თუ იქ გამარჯვებას მოიპოვებს.  

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„როგორ ფიქრობთ, შეძლებენ პოლონელები, ლიეტუველები, ესტონელები, რუმინელები და ბულგარელები თუნდაც ერთი წამით დარჩნენ მშვიდად, თუ რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს? თუ რუსეთი ამ ომს მოიგებს, ევროპის მიმართ ნდობა ნულამე შემცირდება“, - თქვა მაკრონმა ფრანგულ ტელეარხთან ინტერვიუში.

ინტერვიუს შემდგომ განცხადებაში საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ომში გამარჯვების შემთხვევაში, რუსეთი არ მოთოკავს თავის ტერიტორიულ ამბიციებს, რაც საფრთხეს უქმნის მეზობელ ქვეყნებს.

„რუსეთი გახდა ძალა, რომელსაც გაფართოება სურს და ცხადია, რომ ის აქ არ გაჩერდება. თუ ჩვენ უკრაინას მივატოვებთ, თუ ამ ომში უკრაინის დამარცხებას დავუშვებთ, რუსეთი აუცილებლად დაემუქრება მოლდოვას, რუმინეთს, პოლონეთს“, - ციტირებს საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებას The Telegraph.

თებერვლის ბოლოს, უკრაინის მხარდაჭერის სკითხზე პარიზში გამართული კონფერენციის დროს, ემანუელ მაკრონმა უკრაინაში დასავლეთის ჯარების განლაგების შესაძლებლობა არ გამორიცხა. მაკრონის ეს განცხადება საფრანგეთის ოპოზიციის ლიდერებმა გააკრიტიკეს და მას „მტრული“ უწოდეს. სააგენტო Reuters-ი წერს, რომ კვირის დასაწყისში მარი ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტიამ, რომელიც მაკრონის მთავარი ოპონენტია, პარლამენტში თავი შეიკავა საფრანგეთის მიერ უკრაინასთან გაფორმებული უსაფრთხოების ხელშეკრულების მხარდაჭერისგან, ხოლო ულტრამემარცხენე პარტიამ მის წინააღმდეგ მისცა ხმა. ემანუელ მაკრონი ამბობს, რომ ოპოზიციას არ ეთანხმება.

„დღეს, გადაწყვეტილება უკრაინის მხარდაჭერისგან თავის შეკავების ან მის წინააღმდეგ ხმის მიცემის შესახებ, არ ნიშნავს მშვიდობის არჩევას. ეს მარცხის არჩევაა. სხვა რამეა... თუ ომი ევროპაში გავრცელდება, დამნაშე რუსეთი იქნება, მაგრამ თუ გადავწყვეტთ, რომ ვიყოთ სუსტები, თუ დღეს გადავწყვეტთ, რომ არ ვუპასუხებთ, ეს უკვე დამარცხების არჩევა იქნება და მე ეს არ მინდა“, - განაცხად მაკრონმა გუშინდელ ინტერვიუში.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ევროპისთვის მნიშვნელოვანია, არ გაავლოს წითელი ხაზები, რაც რუსეთისთვის სისუსტის ნიშანი იქნება და უკრაინაში წაახალისებს. მაკრონმა უარი თქვა, დეტალურად ესაუბრა იმაზე, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს უკრაინაში ჯარების განლაგება.   

„არ მინდა ამის გაკეთება. მინდა, რომ რუსეთმა შეწყვიტოს ეს ომი და უკან დაიხიოს თავისი პოზიციებიდან, მშვიდობის მიღწევის შესაძლებლობა მისცეს“, - აღნიშნა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ბრძოლის ველზე უკრაინა რთულ მდგომარეობაშია და მოკავშირეების მხრიდან უფრო ძლიერი მხარდაჭერაა საჭირო.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).