ტელეკომპანია „პირველის“ გადამღებ ჯგუფს თბილისში, ბესიკის ქუჩაზე, პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ. ნიღბიანი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორ გიორგი შეწირულს. ოპერატორი სასტიკად არის ნაცემი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 4 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 5 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
თავდასხმა იმ დროს მოხდა, როდესაც „ტვ პირველის“ გადამღები ჯგუფი ნიღბიანი პირების მიერ მოქალაქეების ცემას იღებდა.
„ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ აქ „ტიტუშკები“ თავს ესხმოდნენ აქციის მონაწილეებს, რომლებსაც არ აძლევდნენ აქციამდე მისვლის შესაძლებლობას. მოვედით თუ არა, ხელჩართული ბრძოლა იყო და, რა თქმა უნდა, გადაღება დავიწყეთ. გამოცვივდა რამდენიმე ადამიანი, ალბათ, ჯამში, 30-ზე მეტნი იყვნენ - ეკეთათ შავი ნიღბები, მათი იდენტიფიცირება შეუძლებელია - მე დამეტაკნენ, წამაქციეს, მირტყეს, „შე ბო*ო რას იღებ“ - ზუსტად ასე მომმართავდნენ“, - მაკა ჩიხლაძის თქმით, იმ ადგილის სიახლოვეს, სადაც თავდასხმა მოხდა, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი იყო გაჩერებული.
„მთელი პასუხისმგებლობა ამ დანაშაულის ჩადენაზე ეკისრება შინაგან საქმეთა სამინისტროს და პრემიერ-მინისტრს“, - განაცხადა ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნოდარ მელაძემ.
როგორც მელაძე ამბობს, მას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მოძალადე ნიღბიანები სამოქალაქო ფორმაში გადაცმული სპეცრაზმელები იყვნენ.
მაკა ჩიხლაძე და გიორგი შეწირული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა.
პირდაპირ ეთერში მომხდარი თავდასხმიდან ერთი საათზე მეტის გასვლის შემდეგ, დანაშაულის ადგილზე პოლიცია არ გამოჩენილა.
„პირველის“ ინფორმაციით, ნიღბიანებს ტელეკომპანიის კუთვნილი აპარატურა აქვთ გატაცებული.
