საქართველოს არალეგიტიმური პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების შედეგების აღიარებაა ოპოზიციური პარტიების მიერ სახელმწიფო დაფინანსების მიღებაზე უარის არ თქმა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 2 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 3 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 5 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
- 6 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
„შეიძლება, ჩვენ შეგვასწრონ თებერვალში საქართველოს პარლამენტში. უკვე აღიარეს არჩევნების ლეგიტიმაცია დღეს, როდესაც უარი არ განაცხადეს დაფინანსების მიღებაზე. თუ არ აღიარებ შედეგებს, იმ შედეგების საფუძველზე როგორ იღებ დაფინანსებას, ხო?!
მარტივად არის საქმე - როცა უკვე ხელშესახებ სარგებელთან მოუწიათ შეხება, მაშინვე აღიარეს არჩევნების შედეგები და რა თქმა უნდა, ეს პროცესი გაგრძელდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ სამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე, ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის მეორე დღიდან, 26 ნოემბრიდან, სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლება მოიპოვა შვიდმა პარტიამ/საარჩევნო სუბიექტმა. მათგან ოთხმა, ცესკოს შედეგების მიხედვით, არჩევნებში 5%-იანი ბარიერი გადალახა.
ცესკოს თავმჯდომარის 26 ნოემბრის განკარგულების თანახმად, პოლიტიკური პარტიების წლიური ფინანსური დაფინანსება ასე განისაზღვრა:
- „ქართული ოცნება“ – 6 100 265 ლარი;
- „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ – 1 556 080 ლარი;
- „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“ – 1 645 805 ლარი;
- „გახარია საქართველოსთვის“ – 1 307 605 ლარი;
- „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 1 414 610 ლარი;
- „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 752 995 ლარი;
- „გირჩი“ – 811 115 ლარი.
ცესკოს ცნობით, ჩამოთვლილი შვიდი პარტიიდან სახელმწიფო დაფინანსებაზე უარი მხოლოდ „კოალიციამ ცვლილებისთვის“ თქვა.
„საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე მიღებულ დაფინანსებაზე უარის თქმის ვადა პოლიტიკურ გაერთანებებს დღეს, 26 დეკემბერს 18:00 საათზე ამოეწურათ“, - განაცხადეს ცესკოში.
