თბილისში, ვარკეთილში, 25 წლის მამაკაცი მეზობლად მცხოვრებ მამა-შვილს ბინაში დაესხა თავს და მათი მოკვლა სცადა. ამის შესახებ თავად დაზარალებული ქალი სოციალურ ქსელში წერს. შემთხვევა 18 ივნისს, ღამით მოხდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 4 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
- 5 ივანიშვილის გინების შემდეგ, გიორგი კირვალიძეს საპროცესო შეთანხმება გაუუქმეს
- 6 მიმავალ ადამიანს ხშირად ზედმეტად აწუხებენ სამედიცინო საშუალებებით - პატრიარქი
„როდესაც ვბანაობდი და მამა მაღაზიაში იყო გასული, სახლში შემოვიდა მეზობელი, 25 წლის რ. გ.. მალევე გავიგე მამას შემოსვლაც. ადამიანი, რომლის სახელიც ახლა გავიგე და მხოლოდ ვესალმებოდი, სცადა ჩემი და მამას მოკვლა. მამას თავზე 30-ზე მეტი ჭრილობა აქვს. რადგან მე ბევრჯერ მოვიშორე დანა, მაქვს მხოლოდ 4 ჭრილობა და ვარ სასტიკად ნაცემი. ყველანაირად ცადა ჩემი მოკვლა. აბანოში მგუდავდა. 3-ჯერ გავაგდებინე დანა ყელი რომ უნდა გამოეჭრა. დანა რომ გავაგდებინე, თავში და სახეზე გამეტებით მირტყამდა ყველაფერს. ბოლოს სახლს წაუკიდა ცეცხლი მოუშვა გაზი და გაიქცა. სასწაულებრივად გადავრჩით. მადლობა უფალს და მადლობა მეზობლებს, ვინც გადაგვარჩინა“, - წერს ქალი და მომხდარის ამსახველ ფოტოებსაც აქვეყნებს.
მისი თქმით, მამამისის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
პოლიციამ თავდამსხმელი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მას ბრალად დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება. დაზარალებული ამბობს, რომ მეზობლის მხრიდან თავდასხმის მიზეზი მისთვის უცნობია.
