„ვერ ვხედავ [ევროკავშირში გაწევრიანებაზე] მოლაპარაკებების გახსნის რაიმე შანსს ამ კანონის პირობებში. ევროკავშირის მესიჯი ძალიან ნათელია“, - ამის შესახებ თბილისში ვიზიტით მყოფმა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ როთმა ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
მან საქართველოს მთავრობას მიმართა თხოვნით, უკან გაიწვიოს ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი.
„ჩვენ ვართ საქართველოს მეგობრები, ჩვენ ვართ ქართველი ხალხის მეგობრები. უკიდურესად მოწოდებული ვართ, რომ საქართველოს ადგილი არის ევროპის გულში და ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვმუშაობთ ბევრს ევროკავშირისკენ საქართველოს გზაზე. თუმცა,
გთხოვთ, ძვირფასო მთავრობავ და ძვირფასო მმართველო პარტიავ, შეაჩერეთ ეს „უცხოური აგენტების“ კანონი. მე ვერ ვხედავ საქართველოსთვის ნათელი მომავლის რაიმე შანსს, თუ მთავრობა არ გაიწვევს ამ კანონს. ჩემი პატივისცემა ხალხს, რომელიც ქუჩაში მშვიდობიან დემონსტრაციას მართავს.
თბილისი არის ევროპის ნამდვილი დედაქალაქი ამ გამოწვევებით სავსე პერიოდში. მაქვს დიდი იმედი, რომ ჩვენ გვექნება მთავრობის, პარლამენტის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან საუბრის შანსი“, - განაცხადა როთმა.
ევროპული დელეგაცია, რომელიც გერმანიის, პოლონეთის, ჩეხეთის, ლიეტუვისა და ესტონეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებისგან შედგება, საქართველოში რუსული კანონის მესამე მოსმენით განხილვის პარალელურად ჩამოვიდა. ხვალ, 14 მაისს, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯეიმს ო’ბრაიენის ვიზიტიც არის დაგეგმილი.
„ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა დღეს ხელისუფლებას მიმართა, ევროკავშირის ქვეყნების და აშშ-ის წარმომადგნლებს არ შეხვდეს და იმსჯელოს, იმსახურებენ თუ არა ისინი საქართველოში შემოშვებას.
თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ევროკავშირის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით თქვა, რომ ისინი „პოლარიზაციის წამახალისებელი ადამიანები“ არიან და „საქართველო, ქართველი ხალხი არასდროს იქნება ვინმეს ვასალი“.
„ქართულმა ოცნებამ“, 2024 წლის 3 აპრილს, პარლამენტში ხელმეორედ დააინიცირა ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი, რომელიც ერთი წლის წინ, მრავალათასიანი საპროტესტო აქციების შედეგად უკან გაიწვია და პირობა დადო, რომ მას აღარასდროს მიიღებდა. რუსული კანონი უცხოეთის აგენტებად რეგისტრაციას ავალდებულებს დამოუკიდებელ მედიას და არასამთავრობოებს, რომლებიც საერთაშორისო ფონდების საგრანტო მხარდაჭერით მუშაობენ და ხელისუფლება ან მასთან დაკავშირებული ჯგუფები ვერ აკონტროლებენ. 150-ზე მეტმა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციამ განაცხადა, რომ „ღირსების შემლახავ რეესტრში“არავითარ შემთხვევაში არ დარეგისტრირდებიან. „ქართული ოცნება“ რუსული კანონის მიღებას მესამე, საბოლოო მოსმენით, 14 მაისს აპირებს.