ზახაროვას თქმით, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე თბილისის ინიციატივას მხარს დაუჭერენ

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

რუსეთი მზადაა საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის მიმართულებით სვლისკენ და ქართველი პოლიტიკოსების ინიციატივას მიესალმება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

დღევანდელ ბრიფინგზე ზახაროვას ჟურნალისტმა ჰკითხა, როგორ აფასებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ ქართული პარტიის „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ მოწოდებას და მზად არის თუ არა ამისთვის, თუ საქართველო მსგავსი ინიციატივით გამოვა.

„შეგახსენებთ, რომ რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტის ინიციატორი რუსეთი არ ყოფილა. ეს მოხდა სააკაშვილის რეჟიმის ინიციატივით და მას შემდეგ დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენისთვის სახელდებოდა პირობები, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდის რეგიონში არსებულ რეალობასთან.

ჯერ კიდევ 2012 წელს, საქართველოს ხელისუფლება გამოვიდა ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების წინადადებით და რუსეთმა ამას მაშინვე დაუჭირა მხარი. შესაბამისად, ჩვენ კვლავ მიგვაჩნია, რომ ეს პასუხობს საერთო ისტორიით, კულტურით, მჭიდრო ეკონომიკური კავშირებით და უბრალოდ, ადამიანთა ბედის მილიონობით ძაფით დაკავშირებული ჩვენი ერების ინტერესებს. ამიტომ, ჩვენ მხარს ვუჭერთ ნებისმიერ წამოწყებას რომელიც ემსახურება რუსულ-ქართული ურთიერთობის ნორმალიზების მხარდაჭერას. ამ კონტექსტში მივესალმებით თქვენს მიერ ნახსენებ ინიციატივას. ჩვენ მზად ვართ ამ გზით სვლისთვის“, - განაცხადა ზახაროვამ.

15 ივნისს, მამუკა ფიფიამ, რომელიც პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ საერთაშორისო მდივანია, პარტიის ყრილობიდან რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მიმართა თხოვნით, საქრთველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი სრულად გააუქმოს და მათთვის დასაქმების პირობები გაამარტივოს. ფიფიას თქმით, ეს ხელს შეუწყობს „კეთილმეზობლური და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისთვის ხელსაყრელი საფუძვლის შექმნას“.

მანამდე, 11 ივნისს, ტელეკომპანია „მთავარი არხი“ იუწყებოდა, რომ „ქართული ოცნება“ მოსკოვში საელჩოს გასახსნელად ემზადება და თანამშრომლებსაც ეძებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამ ინფორმაციას „ფეიკი“ უწოდეს.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წლის ომის და მოსკოვის მიერ დე ფაქტო რესპუბლიკების - სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ გაწყვიტა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).