რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში „ფეიკი“ უწოდეს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე მუშაობა მიმდინარეობს. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 4 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 5 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 6 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
„ვერ ვხედავთ აზრს კომენტარი გავაკეთოთ ცრუ ინფორმაციაზე, რომელსაც ოპოზიციური რესურსები ტირაჟირებენ“, - განაცხადეს სამინისტროში.
საუბარია „მთავარი არხის“ ეთერში გუშინ გასულ სიუჟეტზე, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნება“ მოსკოვში საელჩოს გასახსნელად ემზადება და თანამშრომლებსაც ეძებს. ტელეკომპანიის ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია მათ წყარომ მიაწოდა. ამ საკითხს ჯერ არ გამოხმაურებიან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები.
რამდენიმე დღის წინ, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ბიზნესმენმა და პრორუსული პარტიის „სოლიდარობა მშვიდობის სახელით“ საერთაშორისო მდივანმა, მამუკა ფიფიამ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეკომპანიის ეთერში ისაუბრა.
„რატომაც არა?! რატომ არ შეგვიძლია დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა?! ჩვენ ამისკენ მივდივართ. პატარა ნაბიჯებით, მაგრამ მივდივართ“, - განაცხადა ფიფიამ, რომელიც ცოტა ხნის წინ მოსკოვში შეხვდა საქართველოს პარლამენტის დეპუტატს, „ევროპელი სოციალისტების“ წევრ ფრიდონ ინჯიას. ინჯიამ არ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, ასრულებს თუ არა შუამავლის როლს „ქართულ ოცნებასა“ და კრემლის წარმომადგენლებს შორის.
მამუკა ფიფიას კავშირი აქვს „ქართული ოცნების“ დეპუტატ ვასილ ჩიგოგიძესთანაც, რომლის მიწვევითაც, გასულ წელს საქართველოს პარლამენტის შენობაში იმყოფებოდა.
საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წლის ომის და მოსკოვის მიერ დე ფაქტო რესპუბლიკების - სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ გაწყვიტა. მას შემდეგ, რაც რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისები განახლდა და საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი დაწესდა, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის საკითხიც არაერთხელ გაჟღერდა.
