ვფიქრობთ, რომ მომდევნო ნაბიჯი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა იქნება - გავრილოვი

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი „კომუნისტური პარტიიდან“, სერგეი გავრილოვი აცხადებს, რომ რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების განახლების და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ, მომდევნო ნაბიჯი შესაძლოა ორ ქვეყნას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა იყოს. როგორც გავრილოვი ამბობს, ამაზე მიუთითებს უკრაინასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების პოზიცია.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ვფიქრობთ, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარებაში მომდევნო ნაბიჯი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, ელჩების გაცვლა იქნება. ეს, მათ შორის, შესაძლებლობას მოგვცემს, ჩვენი ქვეყნების მოქალაქეებს სრულყოფილი საკონსულო დახმარება გავუწიოთ.

ასეთი ნაბიჯის შესაძლებლობაზე მიუთითებს საქართველოს თავშეკავებული პოზიცია უკრაინის საკითხზე, მის მიერ დემოკრატიული პრინციპების დაცვა.

ჩვენს ერებს მჭიდრო კავშირები აკავშირებს, საერთო სულიერი და მორალური ღირებულებები, კულტურა გვაქვს“, - განაცხადა გავრილოვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში.

დუმის დეპუტატის თქმით, 2019 წელს საქართველოსთან ავიამიმოსვლის აკრძალვის მიზანი რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო: „მაშინ, ჩვენი ტურისტებისთვის თბილისში ყოფნა არ იყო უსაფრთხო, რამდენადაც იქ საქართველოს ხელისუფლების დასამხობად კამპანია დაიწყო. რადიკალების ერთ-ერთი მთავარი თეზისი იყო რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების სრული გაწყვეტისკენ მოწოდება“, - აღნიშნა გავრილოვმა.

საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა 2019 წლის 8 ივლისიდან შეწყვეტილი იყო. იმავე წლის 21 ივნისს, მას შემდეგ, რაც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში თბილისში რუსი დეპუტატების ჩამოსვლას და გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელის დაკავებას მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა, ვლადიმერ პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოს მიმართულებით ფრენა აუკრძალა. თითქმის ოთხი წლის წინ შეწყვეტილი ავიამომოსვლის განახლების თაობაზე განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა 2023 წლის 10 მაისს გამოსცა. გარდა ამისა, პუტინის განკარგულებით, გაუქმდა 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმი და 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა უვიზოდ შეუძლიათ.

საქართველოს ხელისუფლება პირდაპირი ავიამიმოსვლის განახლებას მიესალმა. ამ დროისთვის, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რეისების შესრულებაზე ნებართვა მისცა რუსულ ავიაკომპანიებს „აზიმუტსა“ (Azimuth Airlines) და Red Wings-ს. „აზიმუტი“ მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის მიმართულებაზე კვირაში შვიდჯერ იფრენს, ხოლო Red Wings-ი, კვირაში სამჯერ, სოჭი-თბილისი-სოჭის და მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის რეისებს შეასრულებს. თბილისი-მოსკოვი-თბილისის მარშრუტზე ფრენის ნებართვა მოითხოვა და მიიღო ქართულმა კომპანიამ, „ჯორჯიან ეარვეისმა“.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.