საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რუსულ ავიაკომპანია „აზიმუტს“ მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენების შესრულების ნებართვა მისცა. ამის შესახებ სააგენტოს დირექტორმა, გივი დავითაშვილმა განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციის გამო შსს-მ 9 ადამიანს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა
- 2 მოსკოვი მზადაა, რუსეთ-საქართველოს „ურთიერთობების ნორმალიზაცია“ გააგრძელოს
- 3 გომელაური, „ხარება“ და სხვა დასანქცირებული პოლიციელები ღირსების ორდენით დააჯილდოვეს
- 4 პატიმრის ადვოკატი: „სახის არცერთი ძვალი მთელი არ აქვს, ეს აღწერილი არაა და რატომ, გაუგებარია“
- 5 პოლიციის აკადემიის რექტორად სავარაუდო კორუფციაში მხილებული ლელა ჩიქოვანი დაინიშნა
- 6 თბილისის მერია „რიყის დოქებთან“ 16 წლის ბიჭის დაღუპვაზე პასუხისმგებლობას ირიდებს
დავითაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში თქვა, რომ დღევანდელი მონაცემებით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების შესრულების მოთხოვნით, ხუთმა ავიაკომპანიამ მიმართა, რომელთა შორის „საქართველოს ავიახაზებიც“ არის.
„ერთ-ერთი ავიაკომპანიის განაცხდის შესწავლა უკვე დასრულდა. ეს გახლავთ Azimuth Airlines, რომელიც უკვე 17 მაისიდან შეძლებს ფრენების შესრულებას. აღნიშნული ნებართვა დღეს გაიცა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ და პირველი რეისი შესრულდება 17 მაისიდან. ეს გახლავთ ჩარტერული ფრენები“, - განაცხადა დავითაშვილმა.
„აზიმუტი“ კვირაში 7-ჯერ იფრენს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის თქმით, ამჟამად გაცემული ნებართვის შესაბამისად, ფრენები მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით განხორციელდება, თუმცა რუსული ავიაკომპანიები ასევე ითხოვენ რეისების შესრულებას რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა ქალაქიდან - როგორც თბილისის, ისე ბათუმისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტების მიმართულებით.
„ჩვენს მიერ მოხდა ყველა იმ ქვეყნის მაგალითის გაანალიზება, რომლებშიც რუსეთის ფედერაციის ავიაკომპანიები ახორიცელებენ ფრენებს და პარალელურ რეჟიმში აღნიშნული ქვეყნების ავიაკომპანიებიც ახდენენ რუსეთის მიმართულებით ოპერირებას. მიღებული იქნა, შეიძლება ითქვა, ყველაზე უფრო მეტად მკაცრი გადაწყვეტილება, რაც გულისხმობს იმას, რომ არცერთი სანქცირებული ავიაკომპანია, სანქცირებული ევროპის ქვეყნების „შავის სიის“ შესაბამისად, ასევე, არცერთი ის საჰაერო ხომალდი, რომელსაც აქვს მწარმოებლის მიერ მხარდაჭერა შეწყვეტილი, არ იოპერირებს საქართველოს მიმართულებით. ფრენის შესრულებასთან დაკავშირებით განაცხადის წარმოდგენას აქვს თავისი კრიტერიუმები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს ყველა ავიაკომპანია, რომელიც სურვილს გამოთქვამს საქართველოში ოპერირებასთან დაკავშირებით. სააგენტოს სპეციალისტები სწავლობენ დოკუმენტაციას, ასევე, ჩვენს მიერ ხდება ყოველ განაცხადთან დაკავშირებით პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობა, კონსულტაციები. ეს ყველაფერი გარკვეულ დროს საჭიროებს“, - განაცხადა გივი დავითაშვილმა.
საქართველოსთან თითქმის ოთხი წლის წინ შეწყვეტილი ავიამომოსვლის განახლების თაობაზე განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა, ვალდიმერ პუტინმა 2023 წლის 10 მაისს გამოსცა. ფრენების აღდგენის გარდა, გაუქმდა 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმი - 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა უვიზოდ შეუძლიათ. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პუტინის ამ გადაწყვეტილებებს მიესალმა.
ევროკომისია საქართველოს, რომელიც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებისკენ მიისწრაფვის, მოუწოდებს, შეუერთდეს ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ავიაციის სფეროში დაწესებულ სანქციებს და იყოს ფხიზლად სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერ შესაძლო მცდელობებთან დაკავშირებით. ამასთან, ევროკომისიის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ სანქციების გამო, რუსული კომპანიების 95%-ს არ შეუძლია განაახლოს ან გააუმჯობესოს თვითმფრინავები, რაც აუცილებელია საერთაშორისო ტექნიკური და უსაფრთხოების სტანდარტების შესანარჩუნებლად.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შესაძლო სანქციების შესახებ გააფრთხილა საქართველოს აეროპორტებში მომუშავე ის კომპანიები, რომლებიც სანქცირებულ რუსულ თვითმფრინავებს მოემსახურებიან.
რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის წინააღმდეგ დღეს, 15 მაისს, 19:00 საათზე საქართველოს პარლამენტთან აქცია გაიმართება.
