აშშ საქართველოს აეროპორტების კომპანიებს სანქცირების რისკის შესახებ აფრთხილებს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის აშშ, თავის საჰაერო სივრცეში რუსულ თვითმფრინავებს კრძალავს. თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები განახლდება, ჩვენ, რა თქმა უნდა, შეშფოთებული ვიქნებით იმით, რომ საქართველოს აეროპორტებში არსებული კომპანიები შესაძლოა სანქციების რისკის ქვეშ დადგენენ, თუ ისინი მოემსახურებიან იმპორტისა და ექსპორტის კონტროლს დაქვემდებარებულ საჰაერო ხომალდებს“, - ასე გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამომოსვლის განახლების საკითხს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ვედანტ პატელმა, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, აღნიშნა, რომ ახლა, როდესაც სრულიად დასავლური საზოგადოება დისტანცირებულია რუსული რეჟიმისგან, არცერთი ქვეყნისთვის არ არის დრო, მასთან ჩართულობა გაზარდოს.

„საქართველოს ხალხს ალბათ ერჩივნა პრეზიდენტ პუტინს რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის 20%-დან რუსული ჯარები გაეყვანა, ვიდრე ენახა პირდაპირი ფრენების განახლება ან სავიზო რეჟიმის შეცვლა“, - განაცხადა პატელმა.

მედიის დამაზუსტებელ შეკითხვას, ნიშნავს თუ არა ეს რომ სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მოუწოდებს, შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, ვედანტ პატელმა უპასუხა: „კიდევ ერთხელ - ძალიან შემაშფოთებელი იქნება საქართველოს აეროპორტების კომპანიებისთვის, თუ საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენები განახლდება“.  

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 10 მაისს გააუქმა რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო ფრენების აკრძალვის შესახებ მის მიერვე 2019 წლის 21 ივნისს მიღებული გადაწყვეტილება. გარდა ამისა, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო.

საქართველოს მთავრობა პუტინის გადაწყვეტილებას მიესალმება, რადგან მიიჩნევს, რომ ეს, პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეებს წაადგებათ. „ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ძალიან დადებითი, მისასალმებელი გადაწყვეტილება იყო და არის. ყველაფერი და ყველა გადაწყვეტილება, რაც ჩვენს მოქალაქეებს გაუადვილებს, გაუმარტივებს ცხოვრებას, გადაადგილებას, ბიზნესის კეთებას, რა თქმა უნდა, არის დადებითი და მისასალმებელი“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ფრენებს მხოლოდ არასანქცირებული ავიაკომპანიები და თვითმფრინავები შეასრულებენ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პუტინის გადაწყვეტილებას მორიგი პროვოკაცია უწოდა და თქვა, რომ ვიდრე რუსეთი მთელი მსოფლიოსთვის აგრესორი და საქართველოს ტერიტორიების ოკუპანტია, ასეთი ჟესტი უდროო და მიუღებელია. ზურაბიშვილმა ხელისუფლებას მოუწოდა, რუსეთის მოქალაქეებისთვის სამთვიანი სავიზო რეჟიმი დააწესოს.

 

ამ თემაზე:

EU საქართველოს მოუწოდებს, ავიაციის სფეროში რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდეს

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.