პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინამ ამერიკული წარმოების F-16 გამანადგურებელი თვითმფრინავები მიიღო და განაცხადა, რომ ეს ახალი ეტაპია ქვეყნის საჰაერო ძალების განვითარებაში.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 3 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 4 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 5 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 6 „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დააპატიმრეს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
„ამ ომის დაწყების შემდეგ ჩვენს პარტნიორებს ვესაუბრებოდით რუსული რაკეტებისა და თვითმფრინავებისთვის ჩვენი ცის დახურვის აუცილებლობაზე. ჩავატარეთ ასობით შეხვედრა და მოლაპარაკება ჩვენი ავიაციის, საჰაერო თავდაცვის, თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გასაძლიერებლად. ხშირად გვესმოდა პასუხი „ეს შეუძლებელია“, მაგრამ მაინც შესაძლებლად ვაქციეთ ის, რაც ჩვენი ამბიცია, ჩვენი თავდაცვის საჭიროება იყო. ახლა ეს მართლაც რეალობაა ჩვენს ცაზე. F-16 უკრაინაშია“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პარტნიორებს, რომლებიც უკრაინას F-16-ების მიღებაში ეხმარებიან და ქვეყნებს, რომლებმაც პირველებმა გაიზიარეს უკრაინის მოთხოვნა ამ თვითმფინავების მიწოდებაზე - კერძოდ, დანიას, ნიდერლანდებსა და შეერთებულ შტატებს.
ზელენსკის არ დაუკონკრეტებია, რამდენი თვითმფრინავი მიიღო უკრაინამ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ F-16-ების და გაწვრთნილი პილოტების რაოდენობა ჯერ კიდევ არასაკმარისია.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ უკრაინაში F-16 გამანადგურებლების გამოჩენის შემდეგ, „იქნება უფრო მეტი ჩამოგდებული რაკეტა და თვითმფრინავი, რომლებსაც რუსი კრიმინალები უკრაინის ქალაქებზე თავდასხმისთვის იყენებენ“.
„თანამედროვე თვითმფრინავების ეფექტური გამოყენება, უპირველეს ყოვლისა, უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლის შენარჩუნებაა. მადლობას ვუხდი პრეზიდენტს, თავდაცვის მინისტრს და ყველას, ვინც 24/7 იმუშავა იმისთვის, რომ F-16-ები ჩვენს ცაზე გამოჩენილიყვნენ“, - განაცხადა სირსკიმ და აღნიშნა, რომ ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია უკრაინის გამარჯვებისთვის.
უკრაინა პარტნიორი ქვეყნებიდან დამატებით მოიერიშე თვითმფრინავებს ელოდება.
