უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაციის მთავარი ამოცანა „აგრესორის ტერიტორიაზე ბუფერული ზონის შექმნაა“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დიდმა ბრიტანეთმა ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
- 2 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 3 „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მოძალადეები ზაზა მამალაძე და ირაკლი ბაუჩიძე გაათავისუფლეს
- 4 „8 შვილის მამა ტვინის შერყევით გინდათ, რომ გამიშვათ ციხეში“- ბურჭულაძეს პატიმრობა შეეფარდა
- 5 დაზიანებად არ შეიძლება შეფასდეს გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში გაკეთებული წარწერა – ქურდოვანიძე
- 6 ლევან ხაბეიშვილი და მურთაზ ზოდელავა დააკავეს
„დღეს ჩვენ მივაღწიეთ კარგ და საჭირო შედეგებს ტორეცკის მახლობლად რუსული ტექნიკის განადგურებაში. ეს ყველაფერი უფრო მეტია, ვიდრე უკრაინის თავდაცვა, ახლა ეს არის ჩვენი თავდაცვითი ოპერაციების მთავარი ამოცანა - რაც შეიძლება მეტი რუსული პოტენციალის, ომის პოტენციალის განადგურება და მაქსიმალური კონტრშეტევის სამუშაოების განხორციელება. კერძოდ, ეს არის აგრესორის ტერიტორიაზე ბუფერული ზონის შექმნა - ჩვენი ოპერაცია კურსკის რეგიონში“, - განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსული ჯარები ტორეცკისა და პოკროვსკის მახლობლად თავდასხმებს ახორციელებენ, მაგრამ უკრაინელი სამხედროები „ყველაფერს აკეთებენ თავიანთი პოზიციების შესანარჩუნებლად“.
„ჩვენი ბიჭები ყველა ფრონტზე შესანიშნავად მუშაობენ. თუმცა, საჭიროა პარტნიორების მხრიდან მარაგების უფრო სწრაფი მიწოდება. ჩვენ მკაცრად ვითხოვთ ამას. ომში შვებულება არ არსებობს. საჭიროა გადაწყვეტილებების მიღება, ასევე დროული ლოჯისტიკა გამოცხადებული დახმარების პაკეტებისთვის. მე განსაკუთრებით მივმართავ შეერთებულ შტატებს, გაერთიანებულ სამეფოსა და საფრანგეთს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
კურსკის ოლქში უკრაინის ოპერაცია თითქმის ორი კვირაა მიმდინარეობს. 15 აგვისტოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ ზელენსკის მოახსენა, რომ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე 82 დასახლებას აკონტროლებდნენ. რუსული სახელმწიფო მედია საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ ცხრა სასაზღვრო რაიონიდან 121 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხდა.
