რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, „ზემო ლარსის“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან, მდინარე თერგი კალაპოტიდან გადმოვიდა და ფედერალური გზატკეცილი ორ ადგილას დააზიანა. ადიდებულმა მდინარემ ელექტროგადამცემი ბოძებიც მოგლიჯა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 2 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 3 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 4 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 5 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 6 პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილს შანტაჟში ადანაშაულებს
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ძლიერი წვიმებისა და ყინული დნობის გამო, გუშინ წყლის დონემ 130 სანტიმეტრამდე მოიმატა. ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელმა სერგეი მენიაილომ, რომელიც ადგილზე 30 მაისს იმყოფებოდა, განაცხადა, რომ ვითარება დაძაბული იყო.
„ასეთი მდგომარეობა პირველად არ შექმნილა - ბევრი რამ არის დამოკიდებული თოვლის დნობის აქტივობაზე და იმაზე, თუ რამდენად დიდია ნალექი. წელს წვიმაც და სიცხეც თავის საქმეს აკეთებს: ხედავთ, რამდენად აიწია თერგში წყლის დონემ, როგორი მღელვარე დინებაა.
ამ გზას „როსავტოდორი“ ემსახურება, ერთად ვატარებთ პრევენციულ ღონისძიებებს. ადგილზე ყველა სასწრაფო დახმარება მუშაობს, ვაკვირდებით სიტუაციას“, - აღნიშნა მენიაილომ და დაამატა, რომ ექსპერტების აზრით, ახლომდებარე დასახლებებს საფრთხე არ ემუქრება.
ამ დროისთვის, რუსეთის მხარეს, თერგის გასწვრივ გზაზე მოძრაობა ცალმხრივად ჩაკეტილია. არსებული ინფორმაციით, მომხდარის გამო „ზემო ლარისის“ მუშაობა არ შეფერხებულა.
