გამაფრთხილებელი სროლის შესახებ გაზეთ „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის განცხადების შემდეგ, პოლიციაში ახალგაზრდა მამაკაცი გამოცხადდა, რომელიც ამბობს, რომ ყაზბეგის გამზირზე ცხოვრობს და იარაღი წმენდის დროს შემთხვევით გაუვარდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 5 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
- 6 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
„მე არ ვარ დამნაშავე, თავს არ ვთვლი დამნაშავედ და ჩემი ფეხით იმიტომ მოვედი. გაწმენდის დროს მოხდა ეგეთი ინციდენტი, რომ გამივარდა, მაგრამ ჩემი ვაზნა არ იყო ქალბატონი ელისოს მეგობრის ფეხებთან დავარდნილი“, - ამბობს მამაკაცი ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ინტერვიუში.
ელისო კილაძეს აღნიშნული ვერსიის არ სჯერა.
ჟურნალისტმა გუშინ, 6 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მის მიმართ გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს. მისი თქმით, დაცვის წევრთან ერთად სილამაზის სალონისკენ მიდიოდა, როდესაც საეჭვო პირი შენიშნა.
„გვერდით ამოგვიდგა, ძალიან ყურადღებით გვაკვირდებოდა ორივეს, მერე გადაჭრა გზა და გადავიდა მეორე მხარეს. მე შევედი სალონში და დაახლოებით 15 წუთში გასროლა მოხდა ჩემი მეგობრის მისამართით, რომელიც გარეთ იდგა და მელოდებოდა.
ვფიქრობ, რომ ეს არის გამაფრთხილებელი გასროლა იმ ჟურნალისტური გამოძიებების მერე, რასაც მე ამ ხნის განმავლობაში ვაკეთებ ნარკორეალიზატორების და ნარკოსქემის გასაშიფრად“, - ამბობდა ელისო კილაძე.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.
