გაზეთ „ქრონიკა +“-ის მთავარი რედაქტორის, ჟურნალისტ ელისო კილაძის თქმით, თბილისში, ყაზბეგის გამზირზე მის მიმართ გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს. ჟურნალისტი მომხდარს პროფესიულ საქმიანობას და ნარკოტიკების რეალიზატორების მხილებას უკავშირებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დააკავეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მანანა გიორგობიანი
- 2 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
- 3 ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ძმას და ნათესავებს გერმანია დაატოვებინეს
- 4 ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და ფარცხალაძის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა
- 5 დააკავეს სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავი ანდრია ლილუაშვილი
- 6 1 ნოემბრიდან საჯარო მოხელეებისთვის შეთავსებით ანაზღაურებადი სამუშაო იზღუდება
„მანქანიდან გადმოვედით მე და ჩემი მეგობარი, რომელიც მუდმივად ჩემთან ერთად არის. მაშინვე ერთი საეჭვო პირი გვერდით ამოგვიდგა, ძალიან ყურადღებით გვაკვირდებოდა ორივეს, მერე გადაჭრა გზა და გადავიდა მეორე მხარეს. მე შევედი სალონში და დაახლოებით 15 წუთში გასროლა მოხდა ჩემი მეგობრის მისამართით, რომელიც გარეთ იდგა და მელოდებოდა. პირველადი ინფორმაციით, სანადირო თოფიდან გაისროლეს.
რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ ეს არის გამაფრთხილებელი გასროლა იმ ჟურნალისტური გამოძიებების მერე, რასაც მე ამ ხნის განმავლობაში ვაკეთებ ნარკორეალიზატორების და ნარკოსქემის გასაშიფრად. ამ ნარკოკარტელს ჯილდოც კი აქვს დაწესებული. Telegram არხებში ღიად წერენ, რომ 1000 დოლარს იხდიან, 5000 დოლარს იხდიან, ბოლოს უკვე 10 000 დოლარს იხდიდნენ, რომ მე ქუჩაში მცემონ და ეს ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდეს. მტკიცებულებები მაქვს, ე.წ. სქრინები შენახული მაქვს“, - აცხადებს ელისო კილაძე.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.
მიმდინარე წლის დასაწყისიდან ქვეყნის მასშტაბით ნარკოდანაშაულის ბრალდებით 270-ზე მეტი ადამიანია დაკავებული, საიდანაც სულ მცირე 27 ნარკორეალიზატორია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 6 მარტს, თბილისსა და რეგიონებში ექვსი, ხოლო 2 მარტს ათი პირის დაკავების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.
ამ თემაზე:
ნარკოდანაშაულის ბრალდებით აჭარის მთავრობის მაღალჩინოსნის შვილი დააკავეს
