ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 22 წევრიდან პარტია დატოვა 14-მა დეპუტატმა, ჭიათურის საკრებულოში კი ფრაქციის ხუთივე წევრმა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სამხარაძე: არაბმა პარტნიორებმა ინვესტიციების წინააღმდეგ კამპანიაზე რეაგირება გვთხოვეს
- 2 აბასთუმნის თავზე ფრენა აიკრძალა - რატომ ჩაკეტა სახელმწიფომ ცა იქ, სადაც ივანიშვილი ცხოვრობს
- 3 უცხოეთში მყოფ წვევამდელებს ჯარში გაწვევისას საქართველოში დაბრუნება მოუწევთ
- 4 მეუფე ისაია უარყოფს, თითქოს კანდიდატურა მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ მოხსნა
- 5 პოლონეთში 5 თვის ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ნუგზარ ქავთარაშვილს ეძებენ
- 6 მარნეულის მერის ძმა ბიზნესმენზე ჯგუფური თავდასხმის ბრალდებით დააკავეს
ზუგდიდის საკრებულოს წევრის მაია კალანდიას თქმით, პარტიაში ვერაფრით მოახერხეს საერთო გზების გამონახვა, რადგან მართვა არადემოკრატიული პრინციპებით ხდება.
„ვაგრძელებთ ბრძოლას იმისათვის, რომ მიშა სააკაშვილი დავიხსნათ ციხიდან; იმისათვის, რომ ყველაზე მთავარს, დემოკრატიულ ღირებულებებს ვუერთგულოთ და ვტოვებთ პარტიას. ჩვენ ახალ პლატფორმას გავაკეთებთ“, - აღნიშნა კალანდიამ.
პარტიიდან წასულებს შორის არიან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და კომისიების თავმჯდომარეებიც.
„ნაციონალურ მოძრაობას“ ზუგდიდის 45-წევრიან საკრებულოში 22 წარმომადგენელი ჰყავდა. 20 დეპუტატი „ქართულ ოცნებიდანაა“, 3 კი „გახარია - საქართველოსთვის“ წევრია.
პარლამენტის წევრმა ანი წითლიძემ პარტიიდან წასულ საკრებულოს დეპუტატებს მოუწოდა, მანდატებიც დატოვონ. „ამბობენ, რომ წავიდნენ, მაგრამ მაღალანაზღაურებად თანამდებობებსა და მანდატებს არ ტოვებენ. თუ სააკაშვილის პარტიიდან მიდიხარ, მაშინ ის მანდატიც უნდა დატოვო, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ხმებით მიიღე“, - განაცხადა წითლიძემ.
დღესვე პარტია დატოვა ჭიათურის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ხუთივე წევრმა. „ახალმა მენეჯმენტმა ვერ მოახერხა ის, რომ პარტია გაერთიანებულიყო. თუ სხვა გზა აღარ რჩება, სჯობს გაეცალო ამ ვითარებას და იბრძოლო არსებული რეჟიმის წინააღმდეგ სხვა პლატფორმიდან ან სხვა სიტუაციიდან. ბოლო წვეთი კი გახდა ფოთის საკრებულოს ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარეობიდან დარეჯან ცხვიტარიას გადაყენება“, - თქვა გოგი ჩიკვილაძემ.
4 დეკემბერს „ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმის საკრებულოს 7-მა წევრმაც დატოვა. მანამდე პარტიის თავმჯდომარეს ლევან ხაბეიშვილს გადადგომისკენ მოუწოდეს ზუგდიდის, ხობის, ჭიათურის, ქუთაისის, ამბროლაურის, ფოთის, მცხეთისა და ახალციხის საკრებულოების წევრებმა.
ლევან ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ 2023 წლის იანვარში აირჩიეს. ის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის მხარდაჭერილი კანდიდატია. ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია კეზერაშვილ-მერაბიშვილს შიდაპარტიულ პროცესებში ჩარევის მცდელობასა და არაფორმალურ გავლენებში ადანაშაულებდა. ისინი, ვინც პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღეს, ძირითადად, ნიკა მელიას მხარდამჭერები არიან.
