ზუგდიდში 14 წლის ბიჭი მოკლეს, მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია არასრულწლოვანი

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ქალაქ ზუგდიდში, მესხიას ქუჩაზე მდებარე საფეხბურთო მოედანზე 14 წლის ბიჭი მოკლეს. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ 2005 წელს დაბადებული არასრულწლოვანი დააკავა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით არასრულწლოვანს სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატისტიკური მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში 49 განზრახ მკვლელობის საქმე და მკვლელობის მცდელობის 87 შემთხვევა იყო რეგისტრირებული.

18 ნოემბერს, თბილისში 36 წლის ქალი მოკლეს. პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით 22 წლის მამაკაცი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა თბილისში, ნაქირავებ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ახალგაცნობილ ქალს დანით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

იმავე დღეს, ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში 25 წლის გიგა არჯევნიშვილი მოკლეს. მკვლელობის ბრალდებით მოკლულის თანასოფლელი, 37 წლის მამაკაცია დაკავებული. დაზიანებების გამო ის თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

30 ოქტომბერს, პოლიციამ 33 წლის კაცი 26 წლის ახალგაზრდის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაცნობს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი ადგილზე დაიღუპა.

27 ოქტომბერს, სიღნაღის რაიონში 35 წლის კაცმა, 34 წლის და მოკლა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო.

9 ოქტომბერს, თელავში, 22 წლის თორნიკე გამხვეტელაშვილმა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლე მარიამ გამტკიცულაშვილი მოკლა. პოლიციას თორნიკე გამხვეტელაშვილი ოჯახში ძალადობის ბრალდებით მკვლელობამდე 2 დღით ადრეც ჰყავდა დაკავებული. პროკურატურა მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, თუმცა თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მამუკა წიკლაურმა ბრალდებულს 2000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა და პატიმრობიდან გაათავისუფლა.

იმავე დღეს, თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, საცხოვრებელი კორპუსის ბინაში ქალის ცხედარი იპოვეს. პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 39 წლის მამაკაცი დააკავა. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა პ.პ.-მ, შურისძიების მოტივით, ო.პ.-ს, მისსავე ნაქირავებ ბინაში, ფიზიკური დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

7 ოქტომბერს, 40 წლის ქალის, მ.ს.-ს ცხედარი თბილისში, მირიან მეფის გამზირზე მდებარე ბინაში იპოვეს, მკვლელობის ბრალდებით კი ბინის დამქირავებელი, უცხო ქვეყნის მოქალაქე, 20 წლის ი.ზ. დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა მამაკაცმა ურთიერთშელაპარაკებისას, ქალს სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები დანით მიაყენა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა.

რამდენიმე დღის წინ, თბილისისა და რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრისას შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა თქვა, რომ მიმდინარე წელს გარკვეული ტიპის დანაშაულის რაოდენობის კლება დაფიქსირდა, გახსნის მაჩვენებელმა კი მოიმატა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).