მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში საქართველოდან რუსეთში 40.8 ათასი ტონა ღვინო გავიდა, რაც 36.1%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ 66 საერთაშორისო ორგანიზაციას ტოვებს
- 2 ირაკლი ღარიბაშვილი მხნედაა, საზოგადოებისთვის გზავნილი არ დაუბარებია – ადვოკატი
- 3 შსს ოზურგეთში მომხდარზე: სუს-ის თანამშრომელმა იარაღი ამოიღო, მაგრამ არ გამოუყენებია
- 4 ზახაროვა: რუსეთის წყალობით საქართველო ეკონომიკის ზრდის რეკორდულ ტემპს აჩვენებს
- 5 საპროცესო შეთანხმების შემდეგ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს 5 წლით პატიმრობა შეეფარდა
- 6 მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღებასთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული შეიწყალა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის მიხედვით, რუსეთში ექსპორტირებული ღვინის ღირებულებამ 111.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გასული წლის პირველ ექვს თვეში იგივე მაჩვენებლები 29.9 ათასი ტონა და 81.8 მლნ დოლარი იყო.
საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ივნისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 933.9 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 32.8%-ს შეადგენს. ყურძნის ნატურალური ღვინოები 156.6 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 5.5%) მეორე ადგილზეა.
დღეისთვის საქართველოდან რუსეთში ღვინო ნულოვანი გადასახადით შედის. 2024 წლის მარტში რუსეთის მევენახეთა და მეღვინეთა ასოციაციამ, რომელსაც პროპაგანდისტი ჟურნალისტი დმიტრი კისილიოვი თავმჯდომარეობს, რუსეთის მთავრობას მიმართა წინადადებით ქართული ღვინოების უბაჟოდ შეტანა გაუქმდეს. ივნისში ცნობილი გახდა, რომ აღნიშნულმა ინიციატივამ მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, თუმცა რუსულ მედიაში წერენ, რომ ის ისევ განიხილება და შესაძლოა, აგვისტოში განხორციელდეს.
