საქართველოში 26 ოქტომბერს გასამართ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება 23-30 ოქტომბერს ენგურის ხიდს ჩაკეტავს. ამის შესახებ გადაწყვეტილება ე.წ. უშიშროების საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ მოიწვია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სამხარაძე: არაბმა პარტნიორებმა ინვესტიციების წინააღმდეგ კამპანიაზე რეაგირება გვთხოვეს
- 2 აბასთუმნის თავზე ფრენა აიკრძალა - რატომ ჩაკეტა სახელმწიფომ ცა იქ, სადაც ივანიშვილი ცხოვრობს
- 3 პოლონეთში 5 თვის ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ნუგზარ ქავთარაშვილს ეძებენ
- 4 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 5 ცოტნე ივანიშვილი: ვგმობ ძალადობას, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო
- 6 თავდაცვის ყოფილ მინისტრს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა
„სასაზღვრო რაიონებში უპილოტო საფრენი აპარატების უკანონო ფრენების შესახებ უკვე არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მას შესთავაზა 2024 წლის 23 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით, დროებით შეჩერდეს მოქალაქეთა გადაადგილება აფხაზეთ-საქართველოს საზღვარზე, საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში რადიკალური ძალების შესაძლო პროვოკაციებთან დაკავშირებით“, - ვკითხულობთ ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
იმავე განცხადების მიხედვით, უშიშროების საბჭოს წევრებმა მხარი დაუჭირეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინადადებას „ენგურის“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ხალხის გატარების შეჩერების შესახებ, გარკვეული გამონაკლისების დაწესებით.
„გამონაკლისს წარმოადგენენ რესპუბლიკის მოქალაქეები, რომლებიც აფხაზეთში ბრუნდებიან და ბინადრობის ნებართვის მქონე პირები, რომლებიც კანონიერი საფუძვლით მოხვდნენ საქართველოში, აგრეთვე პირები, რომლებიც უზრუნველყოფენ ენერგეტიკული სისტემის შეუფერხებელ ფუნქციონირებას „ჩერნომორენერგოს“ ხაზის მეშვეობით“, - აცხადებს პრესსამსახური.
ასლან ბჟანიამ „სამართალდამცავი სტრუქტურების“ ხელმძღვანელებს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების პერიოდში, მუშაობის გაძლიერების დავალება მისცა.
ამ თემაზე:
საქართველოში არჩევნების გამო ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ოქტომბერში ე.წ. საზღვარს დაკეტავს
