ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ გალის რაიონში Mavic 3-ის მოდელის უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, რომელიც სოფელ ბგოურას (მეორე ოტობაია) შემოგარენსა და სამხედრო ობიექტებს იღებდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 5 ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ლაშა ფურცხვანიძე, რომელმაც 13 წლის ბავშვი იმსხვერპლა
- 6 „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დააპატიმრეს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
„ოპერატიული მონაცემებით დადგენილია, რომ მოცემული აპარატი ეკუთვნოდა დავით ქაცარავას, ცნობილ ქართველ აქტივისტსა და „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ლიდერს“, - ნათქვამია ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 17 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში.
დავით ქაცარავა ადასტურებს, რომ დრონი მას ეკუთვნოდა და რომ ის „მტრის ბაზაზე“ ჩამოაგდეს. 16 ოქტომბერს, სოციალურ ქსელ Facebook-ში ქაცარავამ გამოაქვეყნა დრონის მიერ გადაღებული ბოლო კადრი, სადაც სამხედრო ბაზის შენობები ჩანს.
„დღეს, ჩვენი მორიგი პატრულირების დროს, ორკებმა მოახერხეს ჩვენი დრონის, „მავიკ 3“-ის ჩამოგდება. დრონი ჩვენი პატრულირების განუყოფელი აქსესუარია, რომელიც ჩვენს პატრულირებას ოკუპაციის ხაზთან შეუდარებლად დიდ ეფექტურობას და სარგებლიანობას მატებს“, - წერდა ქაცარავა. ის მხარდამჭერებს ახალი დრონის შეძენაში სთხოვდა დახმარებას.
დე ფაქტო ხელისუფლება აპირებს, ეს საკითხი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში, 5-6 ნოემბერს განიხილოს. როგორც ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, აღნიშნულ ინციდენტს „აშკარა პროვოკაციად“ განიხილავენ.
„მსგავსი ქმედებები მიზნად ისახავს სასაზღვრო ზონაში დაძაბულობის ესკალაციას. მიუხედავად საქართველოს უმაღლესი ხელმძღვანელობის რეგულარული განცხადებებისა, რომ სურთ აფხაზეთის რესპუბლიკასთან არსებული ყველა წინააღმდეგობის გადაჭრა მხოლოდ მშვიდობიანი გზით, პრაქტიკულად, საქართველო აგრძელებს სიტუაციის ესკალაციას აფხაზეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, რაც სერიოზულ საფრთხეებს უქმნის უსაფრთხოებას და სტაბილურობა რეგიონში“, - ნათქვამია ე.წ. სამინისტროს განცხადებაში.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მომხდარს არ გამოხმაურებია.
