პოლიტიკური პარტიები - „ახალი“, „გირჩი მეტი-თავისუფლება“, „დროა“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისთვის სრულ მობილიზაციას აცხადებენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთი კვლავ უკრაინის „დემილიტარიზაციას“ და ნეიტრალურ სტატუსს ითხოვს
- 2 როგორ დაგეგმეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობა - პროკურატურამ 5 პირს ბრალი წარუდგინა
- 3 „ქართულმა ოცნებამ“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები წარადგინა
- 4 სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში: „ტიტუშკები“, თავდასხმები მედიაზე და დაუსჯელობა
- 5 მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლების აღიარება საქმედ იქცეს – ზახაროვა აგვისტოს ომზე
- 6 კიევზე რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
პარტიებმა დღეს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული რუსული კანონი წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან, ქართველი ხალხის ნებასთან - საქართველო გახდეს ევროკავშირისა და ნატოს სრულუფლებიანი წევრი, ქვეყნის სუვერენიტეტის უზრუნველყოფის გრძელვადიან მიზანთან.
„შეშინებული რუსი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი, აგრესიული საპარლამენტო ჯგუფისა და მოძალადე საპოლიციო დანაყოფის გამოყენებით ცდილობს მოკლას საქართველოს ევროპული მომავალი, რასაც დაუპირისპირდა სოლიდარული, მტკიცე, ძლიერი და ერთიანი ქართული საზოგადოება.
მიუხედავად იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონი პირველი მოსმენით მიიღო, მთავარი ბრძოლა ჯერ კიდევ წინაა. ჩვენ, საქართველოს დემოკრატიული, პროდასავლური პოლიტიკური პარტიები ვიაზრებთ ამ ბრძოლაში ერთიანი ძალისხმევის მნიშვნელობას და ვაცხადებთ სრულ კოორდინაციასა და მობილიზაციას კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისათვის, რათა ჩვენს ხალხთან ერთად გავაკეთოთ ყველაფერი ქვეყნის ევროპული მომავლის გადასარჩენად.
საქართველოს ხალხი იყო, არის და იქნება ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის მთავარი გარანტი, ხოლო ნებისმიერი მცდელობა ამ არჩევანის წინააღმდეგ გარდაუვალი კრახისთვისაა განწირული. კი ევროპას! არა რუსულ კანონს! არა რუსულ მთავრობას!“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
მრავალათასიანი საპროტესტო აქციებისა და საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი კანონპროექტი პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო. პროცედურის მიხედვით, მომავალ კვირაში ის კვლავ იურიდიულმა კომიტეტმა უნდა განიხილოს, რის შემდეგაც პლენარულ სხდომაზე გავა მეორე მოსმენით განხილვისა და კენჭისყრისთვის. იმისთვის რომ, კანონპროექტი კანონად იქცეს, პარლამენტმა ის სამი მოსმენით უნდა მიიღოს.
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, თავი შეიკავოს იმ კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს გზას ევროკავშირისკენ.
