საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი და კომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეი რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ეხმაურებიან. მათი განცხადებით, აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ძირითად ნორმებსა და ღირებულებებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „რეპრესიები რეორგანიზაციის სახელით“ - თელავის უნივერსიტეტიდან 5 პროფესორი გაათავისუფლეს
- 2 რიჟვაძის საქმეზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი დააკავეს
- 3 პაპუაშვილი არჩევნებზე წალენჯიხის მერიის განცხადებას „საბოტაჟს“ უწოდებს
- 4 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 5 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
- 6 ნათესავებმა თბილისში იპოვეს ჩეჩნეთიდან ოჯახში ძალადობას გამოქცეული ქალი და მისი წაყვანა სცადეს
„დღეს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ, მიუხედავად მსგავსი კანონმდებლობის გაუქმების თაობაზე ევროკავშირის არაერთგზის მოწოდებისა და მიუხედავად მასობრივი პროტესტისა.
ეს ძალიან შემაშფოთებელი მოვლენაა და ამ კანონის საბოლოო მიღება უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირის გზაზე საქართველოს პროგრესზე. ეს კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ძირითად ნორმებსა და ღირებულებებს.
საქართველოს ჰყავს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის წარმატებულ სვლას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. შემოთავაზებული კანონმდებლობა შეზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციების თავისუფლად მუშაობის შესაძლებლობებს, შეიძლება შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება და უსამართლოდ მოხდეს იმ ორგანიზაციების სტიგმატიზება, რომლებსაც სარგებელი მოაქვთ საქართველოს მოქალაქეებისთვის.
ევროკავშირი საქართველოს მოუწოდებს, თავი შეიკავოს იმ კანონმდებლობის მიღებისგან, რომლებმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს გზას ევროკავშირისკენ, გზას, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
გუშინ რუსულ კანონს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელიც გამოეხმაურა. მისი თქმით, ქართველმა ხალხმა ევროპული გზა აირჩია და პასუხად, საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე“კანონპროექტი კი არ შეესაბამება ქვეყნის ევროპულ მისწრაფებას, ის საქართველოს ევროკავშირს აშორებს.
ანალოგიური კანონპროექტი „ქართულმა ოცნებამ“ პირველი მოსმენით შარშან, მარტშიც მიიღო, მაგრამ ხალხის პროტესტმა აიძულა, მასზე უარი ეთქვა. პარტიის ლიდერებმა პირობა დადეს, რომ კანონპროექტს „უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე“ გაიწვევდნენ, თუმცა ერთი წლის შემდეგ, აპრილის დასაწყისში, ის კვლავ დააინიცირეს. კანონპროექტის ტექსტი იგივე დარჩა - მხოლოდ „უცხოური გავლენის აგენტი“ შეიცვალა ტერმინით „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონპროექტის მიზანი დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაა. მმართველი პარტია აპირებს, ის სამივე მოსმენით საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მიიღოს, მიუხედავად იმისა, რომ ამან შესაძლოა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი დააზიანოს.
