რუსეთის მიერ ორშაბათს, კიევზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 29-მდე გაიზარდა. უკრაინის გენერალური პროკურატურის მონაცემებით, დაღუპულთა შორის ოთხი ბავშვია - 8 და 14 წლის გონონები, 8 და 10 წლის ბიჭები. სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობები მიიღო 2-დან 17 წლამდე ასაკის ათმა ბავშვმა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელს ერთ თვალში მხედველობა 10 %-მდე შეუმცირდა, მეორეში - 0,04 %-ია - ადვოკატი
- 2 რიჟვაძის საქმეზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი დააკავეს
- 3 ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო - არასამთავრობოები
- 4 პაპუაშვილი არჩევნებზე წალენჯიხის მერიის განცხადებას „საბოტაჟს“ უწოდებს
- 5 მასობრივი ცენზურა - დევნა Facebook-ის სტატუსებისთვის
- 6 სალომე ზურაბიშვილი 5 000 ლარით დააჯარიმეს გზის გადაკეტვისთვის
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, დედაქალაქში დაშავებულია 117 ადამიანი, საიდანაც 10 ბავშვია.
გუშინ, 8 ივლისს, დილით, რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა. დაიბომბა კიევში, შევჩენკოვსკის რაიონში მდებარე ქვეყნის უდიდესი ბავშვთა საავადმყოფო, „ოხმატდიტი“, სადაც ყველაზე მძიმე პაციენტებს მკურნალობენ. ცნობილია, რომ ბავშვთა საავადმყოფოში ორი ადამიანი დაიღუპა - ექიმი და ერთ-ერთი პაციენტის ნათესავი, 50-ზე მეტი კი დაშავდა.
ჭურვი მოხვდა კერძო კლინიკა „ადონისსაც“, რასაც, მედიის ინფორმაციით, ხუთი სამედიცინო მუშაკი და ორი პაციენტი ემსხვერპლნენ.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთმა ბავშვთა საავადმყოფოს Kh-101 სტრატეგიული საკრუიზო რაკეტით დაარტყა. უწყებამ გამოაქვეყნა რაკეტის ფრაგმენტების ფოტოები, რომლებიც სავარაუდოდ თავდასხმის ადგილზე აღმოაჩინეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, მათ დარტყმები უკრაინის სამხედრო ინდუსტრიულ ობიექტებსა და შეიარაღებული ძალების საავიაციო ბაზებზე განახორციელეს, ხოლო სამოქალაქო ობიექტებზე მიზანმიმართული სარაკეტო თავდასხმის შესახებ ინფორმაცია „აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს“. რუსული მხარე მტკიცებულებების გარეშე ირწმუნება, რომ სამოქალაქო ობიექტები შესაძლოა უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტებით დაზიანებულიყო.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კრემლის განცხადებებს „ცინიკური“ უწოდა. მისი ოფისის ინფორმაციით, გუშინდელ სარაკეტო თავდასხმას უკრაინაში სულ მცირე 38 ადამიანი ემსხვერპლა, 190 კი დაშავდა.
