რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ორდღიანი ვიზიტით ბაქოში ჩავიდა. 18 აგვისტოს, საღამოს, მას აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და პირველმა ლედიმ, მეჰრიბან ალიევამ სახლში, ვახშამზე უმასპინძლეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 4 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 5 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 6 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
კრემლის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება აზერბაიჯან-რუსეთის სტრატეგიული პარტნიორობისა და მოკავშირული ურთიერთობების შემდგომი განვითარების საკითხები, ასევე აქტუალური საერთაშორისო და რეგიონალური პრობლემები. მოსალოდნელია, რომ საუბარი შეეხება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო პროცესსაც.

ეს ვლადიმერ პუტინის პირველი ვიზიტია აზერბაიჯანში მას შემდეგ, რაც მან 2022 წლის თებერვალში უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ბაქოში ჩასვლამდე პუტინი სახელმწიფო ვიზიტებით ჩრდილოეთ კორეასა და ვიეტნამში იმყოფებოდა.
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.
