პრორუსული, ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფის, „ალტ-ინფოს“ მიერ დაფუძნებული ამავე სახელწოდების ტელევიზია არსებული ფორმატით მაუწყებლობას წყეტს. „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ქარდავამ ბოლო ეთერში განაცხადა, რომ მიზეზი არჩევნებში მიღებული შედეგი და არასაკმარისი ფინანსური რესურსებია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 2 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 3 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
- 4 „ყველა სცემდა, ვინც მოვიდა“ - გორში პოლიციელებმა მოქალაქეები სასტიკად სცემეს
- 5 „პოლიციელს ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა“ – შს მინისტრის მოადგილე გორში ძალადობაზე
- 6 ბოლო ერთ წელში სუს-ის მესამე თანამშრომელმა მოიკლა თავი
„ჩვენი ტელევიზია ამ ფორმატით ვერ გააგრძლებს მუშაობას იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს ტელევიზია და ზოგადად, ჩვენი პარტიული ინფრასტრუქტურა არსებობს და არსებობდა ჩვეულებრივი ხალხის, ჩვენი მაყურებლის, თანამებრძოლების შემოწირულებებით და სახსრებით. ცხადია, ჩვენ ვერ მოვუწოდებთ ჩვენს მაყურებელს, თანამებრძოლებს, რომ მუდმივ რეჟიმში შეინახონ ამხელა ტელევიზია, ეს ძალიან რთულია და სუფთა ფინანსურად, რესურსებიდან გამომდინარე წარმოუდგენელია.
ამიტომ, ჩვენ მოგვიწევს გარკვეული რეორგანიზაცია და მაუწყებლობის შეცვლა. მომავალში როგორი ფორმით დავუბრუნდებით მაყურებელს, როგორ გავაგრძელებთ პოლიტიკურ და საინფორმაციო ბრძოლას, ცხადია, ამაზე მზა პასუხი ჯერ არ გვაქვს, რადგან უამრავი საკითხი გვაქვს თავიდან გასავლელი, გასაანალიზებელი. საერთოდ საიდან მოვიძიებთ ამ სახსრებს, რა ფორმატში მოგვიწევს, მათ შორის, საინორმაციო მაუწყებლობა, ამაზე ახლა მიმდინაროებს სამუშაოები, სხვა არაფერს ვაკეთებთ გარდა ამ საკითხებზე ფიქრისა.
რთულ მდგომარეობაში ვართ. მთელი ჩვენი გათვლები, უკანასკნელი რესურსები და მოლოდინები იყო ამ არჩევნებზე გადართული. ჩვენ გვეგონა, რომ სხვანაირი შედეგები დაიდებოდა, თუმცა, რას ვიზამთ, რაც არის, ეგ არი“, - თქვა ქარდავამ.
პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ გაუქმების შემდეგ, „ალტ-ინფო“ არჩევნებისთვის „პატრიოტთა ალიანსთან“ გაერთიანდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, აღნიშნულმა პარტიამ 5%-იანი საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახა, რადგან მხოლოდ 50 596 (2.4%) ხმა მიიღო.
საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა „ალტ-ინფოს“ დამფუძნებლები, ზურაბ მახარაძე და ბიზნესმენი კონსტანტინე მორგოშია დაასანქცირა. „ალტ-ინფოში“ მაშინვე განაცხადეს, რომ სანქციები მათთვის „ძალიან სერიოზული“ ფინანსური დარტყმა იყო.
