ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულად ბელგიური კომპანია Jan De Nul („იან დე ნული“) გამოვლინდა. ის ანაკლიაში ნავსადგურის აკვატორიის დაღრმავებით და ტალღმტეხელის მშენებლობის სამუშაოებს განახორციელებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 5 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 6 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
„აგვისტოს განმავლობაში, კომპანიასთან ხელშეკრულებაზე ვიმუშავებთ. ვფიქრობ, ამას რამდენიმე კვირა დასჭირდება იმისთვის, რომ სექტემბრიდან ანაკლიის ტერიტორიაზე აქტიური სამშენებლო სამუშაოები ვიხილოთ, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ პორტი ექსპლუატაციაში დათქმულ ვადებში მივიღოთ, 2029 წლიდან მივიღოთ პირველი საკონტეინერო მზიდი გემები“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.
მინისტის თქმით, პარალელურად გრძელდება ანაკლიის პორტის კერძო პარტნიორის შერჩევა და ჩინურ კონსორციუმთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები წინადადებების დაზუსტებაზე. „ვფიქრობ, ეს პროცესიც გეგმაზომიერად მიდის და აქაც შევარჩევთ“, - აღნიშნა მან.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 1938 წელს დაფუძნებული „იან დე ნულის“ ბრუნვა 2,5 მლრდ ევროს შეადგენს და მას 7000-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული. კომპანია აქტიურად იყო ჩართული პანამის არხის გაფართოების პროექტში და აქვს მიმდინარე და დასრულებული პროექტები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში, მათ შორის, ევროპაში, გალფის ყურესა და აფრიკაში.
ანაკლიის პორტის წილის 51%-ს სახელმწიფო ფლობს, ხოლო 49%-ის მფლობელი კერძო პარტნიორი ჩინური კონსორციუმი იქნება, რომელშიც ჩინური სახელმწიფო კომპანია China Communications Construction Company Limited (CCCC) შედის. CCCC-ს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ არის სანქცირებული. საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა განაცხადა, რომ CCCC-ის უმეტესი ნაწილის მფლობელი ჩინეთის კომუნისტური პარტიაა, რომელიც „რუსეთის არმიის ნომერ პირველი ფინანსისტია“.
