აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ „ქართული ოცნების“ დეპუტატი ლევან მგალობლიშვილი დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე რუსლან აბაშიძე შეცვალა, რომელმაც გადადგომის შესახებ სექტემბრის დასაწყისში განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 5 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 6 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
მგალობლიშვილმა უმაღლეს საბჭოში მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა წარადგინა. მისი მოადგილე ანზორ მარგიანი იქნება. იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის თანამდებობას დავით ფაცაცია, განათლებისა და კულტურის მინისტრის დავით მორგოშია, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ლაშა ქარდავა, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ლევან თევზაია, ხოლო იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის თანამდებობას გიორგი ძიგუა დაიკავებს.
ლევან მგალობლიშვილი საქართველოს მე-9 და მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრია. ის დეპუტატი პირველად 2019 წლის ოქტომბერში, „ქართული ოცნების“ პარტიული სიით გახდა, ხოლო მეორედ - 2021 წლის იანვარში. 2016 წლიდან მგალობლიშვილი მმართველი პარტიის აბაშის რაიონის აღმასრულებელი მდივანია.
2003-2005 და ასევე, 2010-2013 წლებში ლევან მგალობლიშვილი თბილისის მერიასა და საკრებულოში მუშაობდა. 2005-2006 წლებში თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არსებულ შპს „შუქნიშნებს“ ხელმძღვანელობდა, ხოლო 2008-2009 წლებში სახელმწიფო გამომცემლობა „სამშობლოში“ იყო დასაქმებული.
ქონებრივ დეკლარაციაში არსებული ინფორმაციის მიხედვით, ლევან მგალობლიშვილი სოხუმშია დაბადებული.
