პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველომ ბოლო წლებში არაერთ ხელშესახებ წარმატებას მიაღწია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ გატარებული ეროვნული და გონივრული პოლიტიკის შედეგად. ამის შესახებ ღარიბაშვილმა დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 სუს-მა ძებნა გამოაცხადა ლილუაშვილის ნათესავსა და ვანში „ოცნების“ დეპუტატზე, ბიჭიკო პაიკიძეზე
- 3 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 4 გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
- 5 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
- 6 ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და ფარცხალაძის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა
„ჩვენს მიერ ასევე გატარებული მასშტაბური რეფორმები კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის, ეკონომიკური წინსვლისა და სოციალური სამართლიანობის უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობა და საზოგადოებრივი ინსტიტუტების გაძლიერება სამართლიანად იმსახურებს მიუკერძოებელი, ობიექტური შემფასებლების აღიარებას მთელ მსოფლიოში.
განსაკუთრებით შთამბეჭდავია ჩვენი წარმატებები ევროინტეგრაციის გზაზე. მე ვამაყობ, რომ ჩემი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში წილად მხვდა პატივი, ხელი მომეწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას. შედეგად, საქართველო დღეს სარგებლობს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობითა და უვიზო მიმოსვლით. გასულ წელს ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის განაცხადი გავაკეთეთ და ევროკავშირისგან მივიღეთ ევროპული პერსპექტივა, რაც ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილება იყო. ეს ყველაფერი სწორედ ბოლო ათ წელიწადში ჩვენი ხელისუფლების მუშაობის შედეგია, ჩვენი მონაპოვარია, მაგრამ ჩვენ კვლავაც არ ვიშურებთ ძალისხმევას, რომ წლის ბოლოს ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რაც ევროკავშირში ინტეგრაციის ახალ ეტაპს დაუდებს სათავეს.
დღევანდელ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში ჩვენ, საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხი ევროპისაგან ველით ერთადერთ სწორ და სამართლიან გადაწყვეტილებას, საქართველოს საუკუნოვანი მისწრაფების, ჩვენი ხელისუფლებისა და ხალხის ერთიანი ძალისხმევის აღიარებას - ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მონიჭებას“ , - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ევროპის მხრიდან საქართველოს „დამსახურების სამართლიანი აღიარება“, იქნება ისტორიული ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულებას, მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას, ქვეყნის შემდგომ წინსვლას.
თავისი გამოსვლის დროს ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვებით თავისუფალი საქართველოს შენება დაიწყო, „თუმცა გზა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებამდე ჯერ კიდევ გასავლელია“. პრემიერ-მინისტრის თქმით, დამოუკიდებლობა სხვისგან გათავისუფლებას ნიშნავს, თავისუფლება კი გულისხმობს სუვერენულ სახელმწიფოს, რომელიც მხოლოდ საკუთარი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ახორციელებს საშინაო და საგარეო პოლიტიკას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან განსხვავებული იყო პრეზიდენტის გამოსვლა. სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, ხელისუფლება ახალ თაობას ევროპულ მომავალს უსპობს და ქვეყნის ევროინტეგრაციაზე ხალხისთვის მიცემულ პირობას არ ასრულებს.
